ავღანეთში, „თალიბანის“ მებრძოლები საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისს თავს დაესხნენ

ავღანეთის დედაქალაქში „თალიბანის“ მებრძოლები საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისს თავს დაესხნენ. ადგილზე აფეთქებაც იყო. თავდამსხმელებს წინააღმდეგობა უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებმა გაუწიეს.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის პრესსპიკერი ნუსრატ რაჰიმი აცხადებს, თავდასხმის ობიექტი ორგანიზაცია Counterpart International-ი იყო, რომლის სათავო ოფისი აშშ-ში მდებარეობს და 2005 წლიდან ავღანეთში ოპერირებს. აღნიშნული ორგანიზაციის ოფისი ქაბულში გენერალური პროკურატურის შენობასთან მდებარეობს.

„ალ ჯაზირას“ ცნობით, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებსა და თავდასმხმელებს შორის სროლის შედეგად 10-მდე ადამიანი დაშავდა.

იხილეთ ვიდეო: ავღანეთის დედაქალაქში "თალიბანი" საერთაშორისო ორგანიზაციის ოფისებს თავს დაესხა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა