სოფო ღუდუშაური - „ნექსია თიეი“ მესამე და მეოთხე კატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშგების მომზადებას განსაკუთრებული პირობებით უზრუნველყოფს

2016 წლის ივნისში მიღებული კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ ადგენს, თუ რომელ კომპანიებს მოუწევთ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებით მომზადება და გასაჯაროება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ნექსია თიეიდან“ აცნობეს, ამავე კანონის თანახმად, კომპანიები ბრუნვის, აქტივებისა და დასაქმებულების რაოდენობის მიხედვით ოთხ კატეგორიად დაიყო, ხოლო 2019 წლის 1 ოქტომბრამდე ფინანსური ანგარიშგების შედგენა მესამე და მეოთხე კატეგორიაში შემავალ კომპანიებს მოუწევთ.

მათივე ინფორმაციით, მესამე კატეგორიაში შედიან საწარმოები, რომელთა აქტივების ჯამური ღირებულება 10 მილიონ ლარს; შემოსავალი 20 მილიონს; დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი 50-ს არ აღემატება, ხოლო მეოთხე კატეგორიაში ხვდებიან კომპანიები, რომელთა აქტივების ჯამური ღირებულება 1 მილიონ ლარს; შემოსავალი 2 მილიონს; დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი 10-ზე მეტი არ არის. კანონი ეხება ყველა იმ კომპანიას, რომლებიც ზემოთ მოყვანილი კრიტერიუმებიდან 2-ს მაინც აკმაყოფილებენ.

Nexia TA რომელიც უკვე 5 წელია წარმოადგენს მსოფლიო ტოპ ათეულში შემავალ ქსელ, Nexia International-ი საქართველოში, მესამე და მეოთხე კატეგორიის საწარმოებს ფინანსური ანგარიშგების მომზადების მომსახურებას განსაკუთრებული პირობებით გაუწევს.

„ნექსია თიეის“ ფინანსური ანგარიშგების აუდიტის მომსახურებით უკვე სარგებლობენ პირველი და მეორე კატეგორიის საწარმოები, ასევე საზოგადოებრივი დაინტერესების პირები. აუცილებელია მესამე კატეგორიის საწარმოებმა ფინანსური აღრიცხვის ანგარიშგება მოამზადონ IFRS for SME სტანდარტის მიხედვით, ხოლო მეოთხე კატეგორიის საწარმოებმა ისარგებლონ მათთვის დადგენილი გამარტივებული სტანდარტით.

უნდა აღინიშნოს, რომ ვალდებულების თავიდან აცილების შემთხვევაში კომპანიებისთვის კანონით გათვალისწინებულია სანქციები“, - განაცხადა „ნექსია თიეის“ ფინანსური აუდიტის მიმართულების მენეჯერმა სოფო ღუდუშაურმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა