ოკუპირებული ცხინვალის ხელისუფლება ე.წ. საზღვართან  უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას აპირებს

ოკუპირებული ცხინვალის ხელისუფლება დანარჩენ საქართველოსთან ადმინისტრაციულ საზღვარზე უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას აპირებს, რისი მიზანიც საზღვრისპირა ზონებში სამართალდარღვევების პროფლაქტიკაა. სააგენტო „რეს“-ის ინფორმაციით, ამის შესახებ დეფაქტო უშიშროების კომიტეტის პრესსამსახურში განაცხადეს.

ამავე დეფაქტო უწყებაში განაცხადეს, რომ „სამხრეთ ოსეთისა“ და რუსეთის სასაზღვრო ორგანოების მიერ, დეფაქტო შსს-სა და „საბაჟო კომიტეტთან“ ერთად, მიმდინარე წლის მაისში დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მოსაზღვრე რაიონებში იგეგმება ერთობლივი ღონისძიებების ჩატარება, რომლებიც მიმართული იქნება სამართალდარღვევათა პროფილაქტიკისადმი სასაზღვრო სფეროში.

„ღონისძიებათა კომპლექსი შედგება „სახელმწიფო საზღვრის“ რეჟიმის მდგომარეობაზე კონტროლის გაძლიერებისგან, პირთა, საქონლისა და ტვირთის გატარაებაზე საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე, სასაზღვრო ზონაში პირთა და სატრანსპორტო საშუალებების შესვლასა და დროებით ყოფნაზე კონტროლისგან“, - ნათქვამია დეფაქტო უწყების განცხადებაში.

ე.წ. უშიშროების კომიტეტი საზღვრისპირა რაიონებში მცხოვრებლებს მოუწოდებს, გაგებით მოეკიდონ აღნიშნულ ზომებს და გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით, სახლიდან გასვლისას თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი საბუთები.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა