რუმინეთში საქართველოს ელჩი ბრაშოვის ოლქს ეწვია

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუმინეთში, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი ბრაშოვის ოლქის ქალაქებს - ბრაშოვსა და ვიქტორიას ეწვია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, თანამშრომლობის ორმხრივი საკითხების განხილვის მიზნით, ელჩმა შეხვედრა გამართა ბრაშოვის საოლქო საბჭოს ვიცე-პრეზიდენტთან, ადრიან გაბორთან, ბრაშოვის ოლქის პრეფექტთან, მარიან-იულიან როსალიუსთან, ქალაქ ბრაშოვის მერთან, ჯორჯ სკრიპკარუსთან, ბრაშოვის ეროვნული არქივის დირექტორთან, ბოგდან-ფლორინ პოპოვიჩთან და ქალაქ ვიქტორიას მერთან, გეორგე კრისტიანთან.

„ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე, რეგიონებს შორის დაძმობილების შესაძლებლობებზე, ხალხთაშორისი კონტაქტების გაღრმავებასა და კულტურის, მეცნიერებისა და სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროებში კავშირების განმტკიცებაზე.

ქ. ვიქტორიას მერთან შეხვედრისას, მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს, რომ ქალაქ ვიქტორიას საქართველოსთან აკავშირებს მეტად საინტერესო ფაქტი: მის სამ მთავარ ქუჩაზე განლაგებული სახლები, რომლებიც გასული საუკუნის 50-იან წლებს მიეკუთვნება, ცნობილი ქართველი არქიტექტორის, ლონგინოზ სუმბაძის პროექტით გაშენდა. აღსანიშნავია, რომ დღეს, ქალაქ ვიქტორიას მთავარ ქუჩებზე 60-მდე ქართული სახლი დგას“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა