შალვა შავგულიძე - ეს იყო ცივილიზებული მსოფლიოს გამარჯვება ბოროტებაზე, ვინაიდან ფაშიზმი ბოროტებაა

ეს იყო ცივილიზებული მსოფლიოს გამარჯვება ბოროტებაზე, ვინაიდან ფაშიზმი ბოროტებაა, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა შალვა შავგულიძემ ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ვაკის პარკში განაცხადა.

„9 მაისს ჩვენ ტრადიციულად აღვნიშნავთ ფაშიზმზე გამარჯვებას. ეს იყო ცივილიზებული მსოფლიოს გამარჯვევა ბოროტებაზე, ვინაიდან ფაშიზმი ბოროტებაა. მრავალმა ადამიანმა თავი დადო ამ ომში და ჩვენ რა თქმა უნდა პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას“, - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

მისი თქმით, ომის ვეტერანებს უდიდესი დამსახურება მიუძღვით ქვეყნის წინაშე.

„რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტ ყურადღებას გამოხატავს სახელმწიფო ვეტერანების მიმართ და რაც უფრო დააფასებს მათ, ეს უკეთესია არამარტო ვეტერანთათვის, არამედ საზოგადოებისთვისაც, ვინაიდან მათ ყველაზე დიდი დამსახურება აქვთ“, - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა