ვაკის პარკთან მიმდინარე აქციაზე ორი პირი დააკავეს

ვაკის პარკთან მიმდინარე აქციაზე ორი პირი დააკავეს. ერთი საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენების გამოა დაკავებული, მეორე კი, ხულიგნობის ბრალდებით.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდამ უცენზურო სიტყვებით მიმართა საბჭოთა კავშირის დროშით მიმავალ ადამიანებს, რის გამოც ის პოლიციამ დააკავა.

დაკავებულების შესახებ უკვე გაავრცელა ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

"საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, 2 პირი - 1983 წელს დაბადებული და 1958 წელს დაბადებული მოქალაქეები დააკავეს, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის დაუმორჩილებლობის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით.

პოლიციამ ერთი პირი - 1969 წელს დაბადებული თ. ფ. საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენებისთვის, საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტია“ გათვალისწინებული წესების დარღვევისთვის 174-ე 16 პრიმა მუხლით, გადაიყვანა პოლიციის განყოფილებაში", - აცხადებენ შსს-ში.

ამ წუთებში ვაკის პარკთან ორი აქცია მიმდინარეობს. ერთს „საქართველოს უკვდავი პოლკი“ მართავს, რომელშიც პრორუსული ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ, მეორე კი მათი საპირისპიროა და იმართება ლოზუნგით "ოკუპანტი ვერ ამარცხებს ფაშიზმს". აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ისინი "არას" ეუბნებიან "პუტინის მარშსს" და არასდროს შეეგუებიან ქვეყნის ოკუპაციას. აქციის მონაწილეები ვაკის პარკის მიმართულებით მსვლელობით დაიძრნენ.

ამ წუთებში ვაკის პარკში ისინი სირცხვილის კორიდორს აკეთებენ პრორუსული ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის.

პოლიციას ორი სხვადასხვა აქციის მონაწილეები ერთმანეთისგან სპეციალური კორდორით ჰყავს გამიჯნული.

იხილეთ ვიდეო: ვაკის პარკთან მიმდინარე აქციაზე ორი პირი დააკავეს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა