„უკვდავი პოლკის“ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გულბაათ რცხილაძე ჟურნალისტებს - თქვენ ხართ ერთი სექტა არაკვალიფიციური კითხვებით

ჟურნალისტები ერთი სექტა ხართ, - ასე მიმართა „უკვდავი პოლკის“ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გულბაათ რცხილაძემ ჟურნალისტებს ოკუპაციაზე დასმული კითხვის საპასუხოდ.

მან ჟურნალისტებს "სხვა დონის შეკითხვის დასმა მოსთხოვა".

"მე ვარ პოლიტოლოგიის დოქტორი და თუ შეიძლება, ცოტა სხვა დონის შეკითხვა დამისვით. თქვენ ხართ სექტა უკვე, ჟურნალისტები ერთი სექტა ხართ დაზეპირებული, არაკვალიფიციური კითხვებით. თქვენ ახლა სასაცილოები ხართ. ამდენი ხალხი დამესიეთ ერთ კაცს რაღაც ერთი იდიოტური შეკითხვით. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ გყავთ ერთი ცენზორი, ყველას გმართავთ ერთი ცენტრი. თქვენ სოროსის ფონდი გმართავთ და მიხედეთ იმას. მე აღარ გავცემ ამ იდიოტიზმს პასუხს", - განაცხადა რცხილაძემ.

მან კითხვას, არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი, „იდიოტური“ უწოდა.

"არ ვპასუხობ ამ იდიოტურ შეკითხვას. აფხაზეთი და სამაჩაბლო არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი", - განაცხადა გულბაათ რცხილაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა