ნინო გვენეტაძე თსუ-ს პრორექტორად დაინიშნა

უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორად დაინიშნა. ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ უნივერსიტეტში დაუდასტურეს.

როგორც თსუ-ში აცხადებენ, თსუ-ს რექტორის გიორგი შარვაშიძის მეორე მოადგილედ ასევე დაინიშნა ექიმი ნინო ოკრიბელაშვილი.

„რექტორს ორი ახალი მოადგილე ჰყავს-ნინო ოკრიბელაშვილი, რომელიც სამეცნიერო მიმართულებას უხემძღვანელებს და ნინო გვენეტაძე, რომელიც იქნება სასწავლო მიმართულების ხელმძღვანელი. ორივე მათგანს აქვს ძალიან დიდი პრაქტიკული და აკადემიური გამოცდილება. ნინო ოკრიბელაშვილი მრავალი წელია გახლავთ თსუ-ს პროფესორი და ძალიან დიდი პრაქტიკა აქვს სამედიცინო მიმართულებით.

რაც შეეხება ნინო გვენეტაძეს, ისიც სხვადასხვა დროს იყო არაერთი უნივერსიტეტის პროფესორი, მათ შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორიც. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მათი გამოცდილება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის“,- განაცხადა თსუ-ს სახოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნატა ასათიანმა.

ნინო გვენეტაძემ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი გასულ წელს დატოვა.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა