თამარ ჩუგოშვილი - რუსეთი არის ოკუპანტი - გული მწყდება, როდესაც ვხედავ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამას სხვაგვარად ხედავენ

ის, რომ ასეთი მოსაზრებები და პოზიციები არსებობს, ბუნებრივია მათ ვერავინ ჩაახშობს და აკრძალავს, რადგან ესეც აზრის თავისუფლებაა, მაგრამ ამას უნდა დავუპირისპიროთ სწორი და პრინციპული პოზიცია - ამ ეტაპზე ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა რუსეთია, როგორც ოკუპანტი ქვეყანა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა „უკვდავი პოლკის“ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

ჩუგოშვილის თქმით, „უკვდავი პოლკის“ მიერ ჩატარებული აქციის შინაარსის გაგება მას, როგორც საქართველოს ერთ მოქალაქეს, ძალიან უჭირს.

„მსგავს დისკუსიებს ერთ-ერთი მთავარი, რაც შეიძლება დავუპირისპიროთ, ეს არის სწორი და ხმამაღალი პოზიცია - რუსეთი არის ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი ქვეყანა.მას ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის 20% და ყოველდღიურად აგრძელებს ადამიანებს გატაცებას და წამებას, მკვლელობის ფაქტები გრძელდება და ა.შ. სამწუხაროდ ეს ყველაფერი არის ჩვენი რეალობა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ.

გული მწყდება, როდესაც ვხედავ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამას სხვაგვარად ხედავენ. ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის ერთი მოქალაქისთვის, ეს გაუგებარია. ძალიან მიჭირს ამის გაგება“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა