ალეკო ელისაშვილი - გულისამრევი იყო, როცა პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე წითელი დროშის ფრიალში ღია აგენტებთან ერთად იდგნენ ვაკის პარკში

ჩვენთვის იყო გულისამრევი, როცა საქართველოს პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე წითელი დროშის ფრიალში ღია აგენტებთან ერთად იდგნენ აქ, - ამის შესახებ „სამოქალაქო მოძრაობის" დამფუძნებელმა ალეკო ელისაშვილმა ვაკის პარკში განაცხადა.

ალეკო ელისაშვილის თქმით, აქცია, რომელიც „უკვდავმა პოლკმა" გამართა, პრორუსული ძალებისგან ფინანსდებოდა.

„ჩვენ გვაქვს ორი გრძნობა ერთდროულად, ერთი არის გლოვის და ჩვენ ვგლოვობთ იმ 300 000 ადამიანს, რომელიც მსოფლიო ომში გაწყდა და ლამის ნახევარი საქართველო დაიხოცა. ასევე ვგლოვობთ ჩვენ საბჭოთა ოკუპაციას შეწირულ მოქალაქეებს და ვაპროტესტებთ იმას, რომ რუსული სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებული პროექტი ხორციელდება. ჩვენთვის იყო გულისამრევი, როცა საქართველოს პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე წითელი დროშის ფრიალში ღია აგენტებთან ერთად იდგნენ აქ. უკვე დაგვემხო ეს ქვეყანა თავზე, ეს ხელისუფლება არ არის ხელისუფლება და ეს ქვეყანა არ არის ქვეყანა",- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა