მალხაზ მაჩალიკაშვილი სოსო გოგაშვილს მოუწოდებს, რომ შეხვდეს

სოსო გოგაშვილო, მე დღესაც პარლამენტთან ვარ, თუ ჩემს წინაშე არ გრძნობ დანაშაულს, თუ 1% მაინც დაგრჩა კაცობის, ღირსების, ნუ გეშინია, მოდი ჩემთან და მითხარი - მე არ ვარ დამნაშავე, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა. მალხაზ მაჩალიკაშვილმა გადაცემის მსვლელობის დროს რამდენჯერმე აღნიშნა, რომ ის სამართლიანობის აღდგენას უკანონო გზებით არ აპირებს.

“მაქვს რამდენიმე კითხვა, ხვალაც სანამ გამოკითხვაზე მივალ და დღესაც პარლამენტთან ვარ, თუ ჩემს წინაშე არ გრძნობ დანაშაულს, თუ 1% მაინც დაგრჩა კაცობის, ღირსების, ნუ გეშინია, მოდი ჩემთან და მითხარი - მე არ ვარ დამნაშავე, არ ვარ მე საშიში კაცი! მე არ ვარ მხეცი, რომ ვიღაცას დავეტაკო და ზიანი მივაყენო, როგორი მტერიც არ უნდა იყოს“, - აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

„პალიტრანიუსის“ ეთერში საუბრისას მალხაზ მაჩალიკაშვილა ასევე აღნიშნა, რომ მას არ სურს განახორციელოს უკანონო ქმედება სოსო გოგაშვილისა და მისი ოჯახის საწინააღმდეგოდ, წინააღმდეგ შემთხვევაში ის რუსთაველზე არ იქნებოდა.

„სოსო გოგაშვილო, რომ მდომოდა შენთვის და შენი ოჯახისთვის რამის დაშავება, აქ არ დავჯდებოდი. მე ეს არ მინდა და ვცდილობ, ყველანაირად ჩავეტიო კანონში, სამართალში და სამართლიანად, თემირლანის საპატივცემულოდ, იმ ახალგაზრდების საპატივცემულოდ და საქართველოს მოსახლეობის საპატივცემულოდ, აღვასრულო კანონიერად და მე ამას გპირდები სოსო გოგაშვილო. სოსო გოგაშვილო, მე ვახა ტერლოევი, მალხაზ მაჩალიკაშვილი გპირდები, რომ სამართლიანობას კანონით აღვასრულებ“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: თუ გოგაშვილი ჩემს წინაშე არ გრძნობს დანაშაულს, თუ დარჩენია კაცობა და ღირსება, ნუ ეშინია ჩემი, მოვიდეს - მალხაზ მაჩალიკაშვილი

ზაქარია ქიტიაშვილი - განათლების მიმართულებით მიღებული ყველა გადაწყვეტილება ზემოდან ქვემოთ მოდელით მიიღება, რაშიც არცერთი დაინტერესებული მხარე არ არის ჩართული
ქართული პრესის მიმოხილვა 29.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა
Bybit Card ქართულ ბაზარზე - კრიპტოვალუტით გადახდის ახალი შესაძლებლობა
ინვესტიციის ახალი ფილოსოფია - ფული აღარ არის ფუფუნება