მალხაზ მაჩალიკაშვილი მის დაკავებას გამორიცხავს

მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, სუს-ში გამოკითხვაზე დღეს, 15:00 საათზე ადვოკატებთან ერთად მივა.

როგორც მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სუს-ის მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაცია ემსახურება იმას, რომ „მისი განადგურებით უწყებამ საკუთარი შვილის, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის სიმართლე გაანადგუროს".

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, სუს-ს ეს არ გამოუვა, რადგან მის უკან მხარდამჭერთა დიდი ძალა დგას.

ამასთან, მალხაზ მაჩალიკაშვილი გამორიცხავს, რომ სამართალდამცველებმა ის დააკავონ. მისივე თქმით, მიზეზი ის არის, რომ არაფერი ჩაუდენია და ტერორიზმთან არც მას და არც მის ახლობლებს არანაირი კავშირი არ აქვთ.

„მე, ფაქტობრივად, გამანადგურეს, მაგრამ თემირლანის საქმე არ განადგურდება, იმიტომ, რომ ჩემს უკან უხილავი ძალა დგას. თემირლანის საქმით მე ამ სისტემას დავანგრევ. თემირლანის პატივსაცემად სისტემას ბოლოს მოვუღებ, არ აქვს მნიშვნელობა ციხეში ვიქნები თუ გარეთ“, - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

მისივე განმარტებით, მაშინ, როცა მას ტერორიზმთან კავშირს ედავებიან, საინტერესოა, რატომ არ გაჩხრიკეს სამართალდამცველებმა პარლამენტის წინ გაშლილი კარავი, სადაც ის თვეებია ცხოვრობს.

„არც მე და არც ჩემი თანმხლები პირები დანაშაულის ადგილას შემჩნეულები არ ვართ. ჩვენ არანაირი კონტაქტი არ გვქონია იარაღთან, არანაირი მცდელობა არ გვქონია. საქვეყნოდ რომ ტერორისტად გამომაცხადეს, სად ვცხოვრობ ეს 9 თვე?! კარავში. ეს უნიჭოები, ნაძირლები, ერთი კაცი არ მოსულა, რომ თუნდაც კარავი გაეჩხრიკათ. მთელ ქვეყანაში ტერორისტად გამომაცხადეს, 9 თვეა კარავში ვარ და კაციშვილი არ მოსულა გაეგო, რა ხდება. წარმოიდგინეთ, რა პროფესიონალებიც არიან“, - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

ამასთან, მაჩალიკაშვილის თქმით, მისი დაკავების შემთხვევაში, აქციებს მისი ოჯახი გააგრძელებს.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო