გიგა ბოკერია - ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი არის ერთადერთი გზა, მოქალაქეებს ჰქონდეთ განცდა, რომ თვითონ მონაწილეობენ მართლმსაჯულების განხორციელებაში

ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი არის ერთადერთი გზა, მოქალაქეებს ჰქონდეთ იმის განცდა, რომ თვითონ მონაწილეობენ მართლმსაჯულების განხორციელებაში, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" წევრმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს "ევროპული საქართველოს" ფრაქციების გაერთიანებულ სხდომაზე განუცხადა. შეხვედრაზე მართლმსაჯულების რეფორმის ფარგლებში, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაძლიერების მნიშვნელობაზე საუბრობენ. სხდომას, ასევე, ესწრებიან დამოუკიდებელი დეპუტატები ლევან გოგიჩაიშვილი და ლევან კობერიძე.

„იქ, სადაც მოქალაქეებს შორის დიდი ხნის განმავლობაში საფუძვლიანად იყო ჩამოყალიბებული უნდობლობა, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი საუკეთესო და მე ვიტყოდი ერთადერთი გზაა, მოქალაქეებს ჰქონდეთ განცდა, რომ თვითონ მონაწილეობენ მართლმსაჯულების განხორციელებაში. ეს არის ერთადერთი მექანიზმი, რომ მხარეებს შორის რეალური შეჯიბრებითობა იყოს. ყველა ის არგუმენტი, რომ ხალხს ვერ ვენდობით, რადგან კომპეტენტურები არ არიან, არის აბსურდი. ნაფიცი მსაჯულები არ საზღვრავენ იურიდიულ საკითხებს, ისინი საზღვრავენ რწმენის ამბავს და შინაგან რწმენაში პროფესიონალიზმი არ არსებობს. თუ ადამიანებს ვენდობით იმაში, რომ ბავშვები აღზარდონ და მთავრობა აირჩიონ, მათ უნდა შეეძლოთ, რომ მართლმსაჯულება განახორციელონ. ჩემი გუნდის შეცდომა იყო, ამ ინსტიტუტის ძალიან გვიან შემოღება, მაგრამ მისი ნაბიჯ-ნაბიჯ გაფართოების გეგმა იყო. ახალმა მთავრობამ პირველივე მარცხის შემდეგ მათთვის ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღო და ეს ყველაფერი დააკონსერვა. მინდა გაგახსენოთ ღარიბაშვილის სიტყვები პროკურატურის წაგებული საქმის შემდეგ, რომელმაც თქვა, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი წინა რეჟიმის ბოროტი გადმონაშთიაო. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ინიციატივა დავძრათ. ეს პარლამენტში იქნება შეტანილი და როგორც კი ამის პოლიტიკური შანსი იქნება, ეს საკითხი ორგანიზებულად და სწრაფად უნდა დაიძრას", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა