გიგა ბოკერია მაჩალიკაშვილის საქმეზე - როდესაც ისეთ ექსტრაორდინალურ ნაბიჯს, როგორიც არის სუს-ის მიერ ჩანაწერის გასაჯაროება, არ მოჰყვება ნაბიჯები, ეს აღძრავს სერიოზულ კითხვებს

როდესაც ისეთ ექსტრაორდინალურ ნაბიჯს, როგორიც არის სუს-ის მიერ ჩანაწერის გასაჯაროება, არ მოჰყვება ნაბიჯები, ეს აღძრავს სერიოზულ კითხვებს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" წევრმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, პროკურატურის და სუს-ის მოტივაცია უნდა იყოს დანაშაულის აღკვეთა და შემდეგ პიარი. მოცემულ შემთხვევაში კი, ბოკერიას განცხადებით, ადგილი ჰქონდა მხოლოდ პიარ სვლას, რეაგირება კი არ ყოფილა.

„როდესაც ასეთი მიყურადების გასაჯაროება ხდება, ამის ლოგიკური ახსნა შეიძლება იყოს ერთადერთი, რომ აუცილებელია საზოგადოების ინფორმირება, რადგან გარდაუვალია რაღაც ნაბიჯების გადადგმა გარკვეული რისკების გამო. სხვა შემთხვევაში ეს არის აბსოლუტურად აუხსნელი. სხვა შემთხვევაში, როდესაც ასეთი მტკიცებულება გაქვს და თუ ეს მტკიცებულება არის საფუძვლიანი, მაშინ ფარულად გრძელდება თვალთვალი და გამოძიება. როდესაც ვნახეთ ეს ძალიან მძიმე ჩანაწერი, არანაირი პოლიტიკური კეკლუცობა "ევროპული საქართველოს" მხრიდან არ ყოფილა. იმის გამო, რომ ოპოზიციაში ვართ, ჩვენ აქ არ ვაპირებთ დროშები ვაფრიალოთ. ეს არის ნებისმიერი პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიციის ვალდებულება. მაგრამ როდესაც ისეთ ექსტრაორდინალურ ნაბიჯს, როგორიც არის ამ ჩანაწერის გასაჯაროება, არ მოყვება ნაბიჯები, ეს აღძრავს სერიოზულ კითხვებს. მინიმუმ კითხვას, თუ რა მოტივაცია ჰქონდა ხელისუფლებას. პროკურატურის და სუს-ის მოტივაცია უნდა იყოს დანაშაულის აღკვეთა, თუ ის ხდება და არა პიარი. პიარი მოდის შემდეგ, როცა რაღაც ნაბიჯებს დგამ. პიარის საწინააღმდეგო კი არ მაქვს რამე, უბრალოდ თანმიმდევრობა არ უნდა აგვერიოს. როდესაც ირკვევა, რომ ეს ყველაფერი კეთდება პიარისთვის და შემდეგ ნაბიჯები არ არის გადადგმული, იქმნება ეჭვი, რომ ეს ამბავი მათ მიაჩნიათ საზოგადოებრივი ურთიერთობის ინსტრუმენტად - ის პასუხგაუცემელი კითხვები წინა ოპერაციასთან დაკავშირებით, გადაფარონ,"- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს