მამუკა ბახტაძე - ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხი არ დგას

ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხი არ დგას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ეს საქართველოსთვის უმნიშველოვანესი მონაპოვარია, რომელსაც თითოეული მოქალაქე უნდა გაუფრთხილდეს.

„საფრანგეთი არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა, ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან არის ჩვენს გვერდით და მე საფრანგეთს და ფრანგ ხალხს მინდა მადლობა გადავუხადო ძალიან სოლიდური მხარდაჭერისთვის, რასაც ისინი ახორციელებენ ყოველწლიურად. ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი და ეს არის ევროპული ოჯახი. ამ გზაზე ასოცირების ხელშეკრულება და ვიზალიბერალიზაცია არის ორი ყველაზე დიდი მონაპოვარი, რომელსაც ჩვენ განსაკუთრებით ვუფრთხილდებით. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ამ საკითხს“, - განაცხადა პრემიერმა.

მამუკა ბახტაძემ ისაუბრა საქართველოში საფრანგეთის შს მინისტრის ვიზიტზე და აღნიშნა, რომ ურთიერთობების ძალიან ფართო სპექტი განიხილეს.

„ვფიქრობ, ის გეგმები, რომელიც დავსახეთ, უფრო მეტად გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ საფრანგეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები გადავა ახალ ეტაპზე. ბუნებრივია, იმ საშიშროებებზე, რომელზეც თქვენ საუბრობთ, თვითონ ფრანგმა კოლეგამ გასცა ერთმნიშვნელოვანი პასუხი, საკითხი ბუნებრივია ასე არ დგას. აქ ჩვენ უნდა შევხედოთ ამას თითოეულმა მოქალაქემ სახელმწიფოებრივი აზროვნებით. ეს არ არის ვინმეს მონაპოვარი, ეს არის საქართველოს მონაპოვარი, ჩვენი ეროვნული ინტერესების ნაწილი და ბუნებრივია, თითოეული მოქალაქე პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ამ მონაპოვარს“, - განაცხადა ბახტაძემ.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა