რუსთავის #15-ე საჯარო სკოლაში, სავარაუდოდ, ბუფეტში ნაყიდი ლობიანით, 15 ბავშვი მოიწამლა

რუსთავის #15-ე საჯარო სკოლაში, მოსწავლეების ინტოქსიკაციის ფაქტი დაფიქსირდა. წინასწარი ინფორმაციით, 15 ბავშვის მოწამვლის მიზეზი, სკოლის ბუფეტში შეძენილი ლობიანი გახდა.

სკოლის დირექციამ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახა, ადგილზე იმყოფებოდნენ რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრისა და სურსათის უვნებლობის სამსახურის სპეციალისტები.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ბეგაშვილმა განუცხადა, სკოლის მოსწავლეებს მსუბუქი ინტოქსიკაციის კლინიკური ნიშნები, კერძოდ მუცლის ტკივილი და ღებინება ჰქონდათ.

„ბავშვების 99% პროცენტი ამბობს, რომ მათ სკოლის ბუფეტში ნაყიდი ლობიანი მიირთვეს. ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, ინტოქსიკაციის სიმპტომები მინერალური წყლის მიღებისა და სამედიცინო დახმარების ადგილზე გაწევის შემდეგ მოეხსათ. ინტოქსიკაცია მსუბუქი იყო და არც ერთი ბავშვის ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გახდა, ისინი მშობლების მეთვალყურეობის ქვეშ სახლში გაუშვეს", - განაცხადა დავით ბეგაშვილმა.

როგორც „ინტერპრესნიუსს" სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ქალაქ რუსთავში, მე-15 საჯარო სკოლაში, 16 -მდე მოსწავლის მსუბუქი ინტოქსიკაციის შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციის მიღებისთანავე, სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის სპეციალისტები ადგილზე გავიდნენ და ვითარებას სწავლობენ. მოხდება ნიმუშების აღება და ლაბორატორიული კვლევა. შედეგების შესახებ კი ეცნობება საზოგადოებას.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ