მედიკო მარგოშვილი - ერთი კვირის წინ მალხაზ მაჩალიკაშვილის მანქანის საბურავი ვიღაცამ შეგნებულად დააზიანა, რომ მანქანა გადაბრუნებულიყო

მალხაზ მაჩალიკაშვილის მეუღლის მედიკო მარგოშვილის განცხადებით, ერთი კვირის წინ მისი მეუღლის მანქანის საბურავი ვიღაცამ შეგნებულად დააზიანა, რათა მანქანა მწყობრიდან გამოსულიყო.

როგორც მედიკო მარგოშვილმა სუს-თან ჟურნალისტებს განუცხადა, მისი ოჯახის მიმართ ადგილი აქვს ანგარიშსწორებას, რადგან თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე სიმართლე არ გაირკვეს.

"ჩემს მეუღლეს პროვოკაციებს უწყობდნენ. ერთი კვირის წინ, მანქანის წინა საბურავი დაუზიანეს, რადგან როგორც კი სიჩქარით წავიდოდა, მანქანა გადაბრუნებულიყო. ჩვენ ისედაც განადგურებულები ვართ. ამათ უნდათ ჩემი შვილის დანაშაული გადაფარონ და ჩაკლან სისასტიკე",- განაცხადა მედიკო მარგოშვილმა.

მისივე განმარტებით, მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკავების საფუძველი არ არსებობს, თუმცა თუ დააკავეს, საპროტესტო აქციას პარლამენტთან ოჯახი გააგრძელებს.

ამ წუთებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მალხაზ მაჩალიკაშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს