თავდაცვის სამინისტრო სოლოლაკისა და ბოტანიკური ბაღის დამაკავშირებელი გვირაბის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სოლოლაკისა და ბოტანიკური ბაღის დამაკავშირებელი გვირაბის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და სხვადასხვა მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გვირაბი შესაძლოა, რომელიმე კერძო პირს გადაეცეს სიცრუეს უწოდებს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

„ზოგიერთ საინფორმაციო საშუალებაში ცალკეული პირების მიერ სოლოლაკისა და ბოტანიკური ბაღის დამაკავშირებელი გვირაბის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე და ცილისწამება ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელიც, ასევე მიზნად ისახავს ჩვენი თავდაცვის ძალების რეპუტაციის დაზიანებას. გაცნობებთ, რომ აღნიშნული გვირაბი წარმოადგენს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებულ განსაკუთრებით მნიშვნელოვან საიდუმლო ობიექტს და ბრალდებები, თითქოს აღნიშნული გვირაბი რომელიმე კონკრეტული კერძო პირის ინტერესებშია თეორიულადაც კი სრულიად გამორიცხულია. ცხადია, საიდუმლო ობიექტების ფუნქციური დანიშნულების შესახებ უწყებას არ შეუძლია საჯარო ინფორმაციის გავრცელება. ამასთანავე მნიშვნელოვანია, რომ საიდუმლო ობიექტების შესახებ ინფორმაციასა და მათი დანიშნულების შესახებ მოთხოვნების ჩამოყალიბებას მოვეკიდოთ უფრო ფრთხილად და ყურადღებით, სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა