მთავრობის გადაწყვეტილებით, დიასპორაზე მიმართული პროექტების დაფინანსების ფონდი შეიქმნა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დიასპორაზე მიმართული პროექტების დაფინანსების ფონდი შეიქმნა, - როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ინიციატივა საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის. ამის შესახებ „ინტერპერსნიუსს“ პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ინიციატივა დიასპორას მისცემს საკუთარი იდეების რეალიზების შესაძლებლობას, რაც დიასპორულ საქმიანობას კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის და საქართველოსა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს შორის კავშირის გაღრმავებას ქმედითად შეუწყობს ხელს.

„დიასპორასთან ურთიერთობა ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია. მეტიც, მოგეხსენებათ, რომ ახალი კონსტიტუციით, ეს არის ჩვენი ვალდებულება. ჩვენ ვცდილობთ, ვუზრუნველვყოთ საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების მაქსიმალური ჩართულობა ქვეყნის აღმშენებლობის, ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და საქართველოს პოზიტიური იმიჯის წარმოჩენაში. სწორედ ამას ემსახურება დიასპორაზე მიმართული პროექტების დაფინანსების მექანიზმი, რომელიც ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა და ჯერ საპილოტე რეჟიმში იმუშავებს”, - განაცხადა ბახტაძემ.

საკონკურსო პროექტის შეტანა მოქალაქეებს 14 მაისიდან 14 ივნისის ჩათვლით შეეძლებათ.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ ეს პროექტი წარმატებული იქნება და ამ მიმართულებით გამოყოფილი დაფინანსება მომავალში მნიშვნელოვნად გაიზრდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა