ანონსი 11 მაისი

11 მაისს, 10:00 საათზე, ბორჯომში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით ხელისუფლების სამივე შტოს, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრას გამართავს.

მის: სასტუმრო „ბორჯომი ლიკანი“

11 მაისს, 10:00 საათიდან, გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიულ კლინიკაში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ა(ა)იპ "ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავლის’’ ორგანიზებით, თბილისში მცხოვრები ვეტერანების 16 წლამდე ასაკის შვილებისა და შვილიშვილებისთვის, უფასო მრავალპროფილური, პედიატრიული გამოკვლევები ჩატარდება.

მის: ლუბლიანას ქ. N 21

11 მაისს, 10:00 საათზე, ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“, საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD) გამართავს კონფერენციას ,,ასოცირების შეთანხმება და შავი ზღვის თანამშრომლობა.“

საკონტაქტო: თამარ ნადიბაიძე 591 34 44 55

11-12 მაისს, 10:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის და სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოების ორგანიზებით ჩატარდება კონფერენცია „ადამიანის გენომი და ჯანმრთელობა - მეორე საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში - ტრანსლაციური მედიცინა ომიკების ერაში“.

მის: სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“

11 მაისს, 10:30 საათზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის აგროსაინვესტიციო ბიზნესფორუმი გაიმართება. ფორუმში მთავრობის წევრები, პარლამენტის დეპუტატები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. ასევე ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ბიზნესსექტორის 250-მდე წარმომადგენელი დაესწრება.

მის: ზუგდიდი, დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორია

11 მაისს, 11:00 საათზე, მთაწმინდის პარკში ახალი ღვინის ფესტივალი ჩატარდება მცირე / ოჯახური, საშუალო და დიდი მარნები საქართველოს ყველა რეგიონიდან ფესტივალის სტუმრებს წარუდგენენ 2018 წლის მოსავლის ღვინოებს. სტუმრებს მთელი დღის მანძილზე საშუალება ექნებათ იგემონ საუკეთესო ღვინოები.

11 მაისს, 12:00 საათზე, კაჭრეთში სასტუმრო „ამბასადორში“ გაიმართება ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ საქართველოს კანონის პროექტის განხილვა. განხილვაში მონაწილეობას მიიღებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, ევროკავშირის პროექტის „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა“ გუნდის ხელმძღვანელი აურელიო ლა ტორე.

11 მაისს, 12:00 საათზე, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლადო კახაძე მოსახლეობას შეხვდება.

მის: ორბელიანის მოედანი

11 მაისს, 12:00 საათზე, პარტია ,,თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარის კახა კუკავას ბრიფინგი გაიმართება.

თემა: შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით ,,თავისუფალი საქართველო" ოპოზიციურ პარტიებს მიმართავს.

მის: ონიაშვილის #80

საკონტაქტო: 571 77 51 13

11 მაისს, 12:00 საათზე, ლისის ტბაზე „წიგნების კითხვის ფესტივალი“ გაიმართება.

11 მაისს, 14:00 საათზე, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში გაიმართება „წერილის წერის საერთაშორისო კონკურსის“ დაჯილდოების ცერემონია, სადაც გამოვლინდება კონკურსის სამი გამარჯვებული.

მის: კარგარეთელის ქ. 6

11 მაისს, 15:00 საათზე „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის მერობის კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან ერთად სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდება.

მის: ზესტაფონი, საქარხნოს ქ. N6 (ფეროს კლუბი)

11 მაისს, 18:00 საათზე, მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი ლადო კახაძე დევნილებს შეხვდება.

მის: ჩიტაძის #6, სასტუმრო „მთაწმინდა“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა