მაია ცქიტიშვილი ეკონომიკური განვითარების პარამეტრებზე - იგი ასახავს როგორც საქართველოს, ისე რეგიონის ქვეყნების განვითარების დინამიკას და არსებულ პრობლემებს

ჩვენი მიზანია იმ მაქსიმალური ზრდის პარამეტრის მიღწევა, რაც შესაძლებელია რეგიონის და ქვეყნის დინამიკის გათვალისწინებით, - ამის შესახებ

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„არ იქნება სწორი ციფრებით მანიპულირება და გაორმაგებაზე ან გასამმაგებაზე საუბარი. ყველას გვინდა გაცილებით მეტი, მაგრამ ის პარამეტრები რაც გვაქვს, ასახავს როგორც საქართველოს, ისე რეგიონის ქვეყნების განვითარების დინამიკას და არსებულ პრობლემებს. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც აფასებენ დინამიკას და ძირითადად, მათი შეფასებები ემთხვევა ჩვენს შეფასებებს“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში პოზიტიური ნიშნით შეიცვალა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების fitch-ის და Moody's-ის პროგნოზებიც.

ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინსიტრო ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა