ნინო ბურჯანაძე ლატვიის ელჩს, ინგრიდა ლევრენცეს შეხვდა

ნინო ბურჯანაძე საქართველოში ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ინგრიდა ლევრენცეს შეხვდა. ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ პრესსამსახურიდან აცნობეს.

როგორც „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, ის პირველად შეხვდა ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ინგრიდა ლევრენცის.

„მიუხედავად ამისა, შეხვედრა ძალიან საინტერესო და მეგობრულ ატმოსფეროში წარიმართა.

საუბრის დასაწყისშივე ხაზი გაესვა ლატვიის რესპუბლიკის საქართველოს სახელმწიფოსადმი დიდიხნის კეთილგანწობას და მეგობრობას, რომელიც ყოველთვის იგრძნობოდა. ქალბატონ ელჩთან საუბრისას ნინო ბურჯანაძემ ლატვიის პოლიტიკური ცხოვრებიდან რამდენიმე ფაქტი გაიხსენა, რაც სამაგალითო უნდა იყოს საქართველოში დემოკრატიის გასავითარებლად.

ინგრიდა ლევრენცი დაინტერესდა, თუ რა გეგმები ჰქონდა „დემოკრატიულ მოძრაობას“ და რას ფიქრობდა პარტიის ლიდერი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე.

ნინო ბურჯანაძემ ლატვიის ელჩს პარტიის სამომავლო გეგმები გააცნო და ამასთანავე გაუზიარა თავისი შეხედულება არსებული საარჩევნო სისტემის მანკიერ მხარეებზე, ქვეყანაში არსებული დემოკრატიის დაბალ ხარისხზე და ერთპარტიულ მმართველობაზე. ნინო ბურჯანაძემ ლატვიის ელჩს განუცხადა ის და მისი გუნდი იბრძოლებენ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის, რაზეც ქალბატონმა ელჩმა უპასუხა რომ განსაკუთრებული ინტერესითა და ყურადღებით დააკვირდება ნინო ბურჯანაძისა და მისი გუნდის პოლიტიკურ აქტივობებს და სხვა პოლიტიკურ მოვლენებს, რაზეც „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს“, - აღნიშნულია „დემოკრატიული მოძრაობის“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა