„ყაზტრანსგაზმა“ იმ აბონენტების განმეორებითი შემოწმება დაიწყო, რომელთაც ერთხელ უკვე ჩაუჭრეს სახიფათო  წყალგამაცხელებლები

კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებმა აბონენტების განმეორებითი შემოწმება დაიწყეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ყაზტრანსგაზიდან“ აცნობეს, უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტი საკმაოდ ხშირია. მათი ინფორმაციით, აბონენტების დიდი ნაწილი, ქსელიდან გათიშვის შემდეგ აკრძალულ, ღია კამერიან წყალგამაცხელებლებს თვითნებურად ამონტაჟებს.

„კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებმა აბონენტების განმეორებითი შემოწმება დაიწყეს, რომლებსაც ერთხელ უკვე ჩაუჭრეს კუსტარულად დამონტაჟებული, აკრძალული და მკვლელი ღია კამერიანი წყალგამაცხელებლები.

აღმოჩნდა, რომ მათ დიდ ნაწილს, ქსელიდან გათიშვის შემდეგ, კვლავ თვითნებურად ჰქონდათ მიერთებული გაზის ღია კამერიანი აკრძალული დანადგარები, რითაც საფრთხეს უქმნიან როგორც საკუთარი ოჯახის წევრებს, ისე მეზობლებს. ასევე არ ითვალისწინებენ კომპანიის სპეციალისტების რეკომენდაციებს და კვლავ კუსტარულად აერთებენ ღია კამერიან წყლის დანადგარებს, რომლის საცხოვრებელ ფართში მოხმარება კატეგორიულად აკრძალულია. ღია კამერიანი წყლის გამაცხელებელი და გაზის გამათბობელი იწვევს CO-ს (ცეო) გამოყოფას და უნებლიე სიკვდილს.

ყოველი თვის ბოლოს კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ თვის სტატისტიკას ავრცელებს დედაქალაქის უბნების მიხედვით. მაგალითად ბოლო, აპრილის თვის სტატისტიკით, ყველაზე მეტი, უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტი სამგორის, ჩუღურეთისა და სანზონის რაიონებში დაფიქსირდა. მხოლოდ აპრილში კომპანიის სპეციალისტებმა თბილისში, საცხოვრებელ ბინებში 7281 კუსტარულად დამონტაჟებული და აკრძალული, ღია კამერიანი გაზგამათბობელი და წყალგამაცხელებელი ჩაჭრეს. ბინის მეპატრონეთა დიდი ნაწილი, სადაც გაზის დანადგარები ქსელიდან ჩაიხსნა, ერთხელ უკვე იყო გაფრთხილებული და ინფორმირებული მოსალოდნელ საფრთხეებზე, თუმცა განმეორებითი შემოწმების დროს სპეციალისტებს ბინებში კვლავ დახვდათ გაზის ქსელზე თვითნებურად მიერთებული საშიში, ღია კამერიანი გაზგამათბობლები და წყალგამაცხელებლები", - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა