ანონსი 13 მაისი

13-14 მაისს, 09:00 საათზე, თბილისში, სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში გაიმართება „სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების ფორუმი“, რომელიც წარმოადგენს სამხრეთ კავკასიაში საერთაშორისო უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის ერთ - ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პლატფორმას.

საკონტაქტო: ქეთი ემუხვარი 595 33 33 27

13 მაისს, 09:30 საათზე, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში (GITA), ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო პროგრამის EU4Digital-ს გახსნის ცერემონიას გამართავენ. მედიას შეხვდებიან სპიკერები: კარლო ნატალე( ევროკავშირის ელჩის მოადგილე საქართველოში); ლაშა მიქავა( საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე); არტურას ფილიპონისი( EU4Digital პროგრამის ხელმძღვანელი).

მის.: ინოვაციების ქუჩა 7, ოქროყანა, თბილისი.

13 მაისს, 10:30 საათზე, საგანძურის დაცვის საინიციატივო ჯგუფის სახელით, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ გელაძე „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

თემა: ხელოვნების მუზეუმის შენობის მდგომარრეობა და დოკუმენტაცია. საპატრიარქოს ინფორმაციით, პუშკინის ქუჩაზე არსებული ხელოვნების მუზეუმის შენობა უმძიმეს მდგომარეობაშია, რის გამოც მუზეუმის შენობიდან საგანძურის ევაკუაცია უნდა მოხდეს.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

13 მაისს, 11:00 საათზე, სასტუმრო „რედისონში“ გაიმართება ექსპერტთა საერთაშორისო შეხვედრა.

თემა: "მსოფლიო მემკვიდრეობის, მცხეთის ისტორიული ძეგლების, კონსერვაცია და მდგრადი გამოყენება - ცოცხალი რელიგიური და საკრალური მსოფლიო მემკვიდრეობა ისტორიულ ურბანულ კონტექსტში“

ღონისძიების გახსნის ცერემონიას დაესწრებიან ხელისუფლებისა და საპატრიარქოს პირველი პირები.

მის: პირველი რესპუბლიკის მოედანი

საკონტაქტო პირი ნინო ანთაძე, +995577095522

13 მაისს, 11:00 საათზე, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლადო კახაძე თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად ვეტერან „დინამოელებს“ შეხვდება. შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გაიმართება.

მის: წერეთლის გამზირი #2

13 მაისს,11:00 საათზე, ფინანსთა მინისტრი , ივანე მაჭავარიანი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი მერსედეს ვერა მარტინისი ერთობლივი ბრიფინგს გამართავენ. თემა: „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მიმდინარე პროგრამის მეოთხე მიმოხილვის დასრულება.

მის: ინგოროყვას ქ.#7 მთავრობის ადმინისტრაციის შენობა

13 მაისს, 11:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

13 მაისს, 11:00 საათზე, საფრანგეთის რესპუბლიკის საქართველოსთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფი პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს სოფიო ქაცარავას შეხვდება.

პარლამენტის ბაგრატოვანთა დარბაზი

13 მაისს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ანდრიაძე განცხადებას გააკეთებს.

თემა: შუალედური არჩევნები მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1 .

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

13 მაისს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში მთაწმინდის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი გრიგოლ გეგელია განცხადებას გააკეთებს.

თემა: შუალედური არჩევნები მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1.

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

13 მაისს, 11:40 საათზე, საფრანგეთის რესპუბლიკის საქართველოსთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის და საქართველო-საფრანგეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრების შეხვედრა გაიმართება.

პარლამენტის ბაგრატოვანთა დარბაზი

13 მაისს, 12:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

13 მაისს, 12:00 საათზე, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N331 (C კორპუსი, III სართული)

13 მაისს, 12:00 საათზე, „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტი, ლია ლემონჯავა ორგანიზაციის ოფისში სპეციალურ ბრიფინგს გამართავს, თემაზე: GWP არასასურველი ორგანიზაციების წინააღმდეგ უკანონო დაჯარიმებას განაგრძობს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისია კი კომპანიასთან შეთანხმებით, საჩივრების განხილვაზე უარს ამბობს. სარჩელი სასამართლოს და მომხმარებლები კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წინააღმდეგ.

მის: ზურაბ ჭავჭავაძის (ყოფილი შეროზიას) ქ. #12

საკონტაქტო პირი: 599 291202

13 მაისს, 12:00 საათზე, „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ ოფისში გაიმართება ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენელთა შეხვედრა ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან, კობა გვენეტაძესთან.

მის: საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ოფისი. თბილისი, გ.ლეონიძის #2; ბიზნესცენტრი - „ტაბიძე 1“

საკონტაქტო: ანანო გომართელი 577791999

13 მაისს, 13:00 საათზე, ტკბილეულის სადისტრიბუციო კომპანია ''კადევე საქართველოს'' თანამშრომლები გაიფიცებიან. დასაქმებულები ღირსეული შრომის პირობებს, უსაფრთხო სამუშაო ადგილებს და ხელფასების მატებას ითხოვენ, ასევე აპროტესტებენ პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაციას და სხვადასხვა ფორმით დამსაქმებლისგან მუქარის და ზეწოლის ფაქტებს.

მის: გურამიშვილის 64

13 მაისს, 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გორში 9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის იაგო ნებიერიძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

13 მაისს, 13:30 საათზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დირექტორ ჯაბა ხმალაძესთან ერთად

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბერში გაზიფიცირების სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნობა.

13 მაისს, 14:00 საათზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი განათლების კომპლექსური რეფორმის შემდგომი ეტაპის შესახებ ბრიფინგს გამართავს.

მის.: დ. უზნაძის 52

13 მაისს, 14:00 საათზე, ბიზნესომბუდსმენი და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, მედიაციისა და არბიტრაჟის უპირატესობების შესახებ რეგიონული სამუშაო შეხვედრების სერიას იწყებს. პირველი რეგიონული შეხევდრა ქუთაისში გაიმართება, თემაზე: მედიაციისა და არბიტრაჟის გამოყენების უპირატესობები.

ღონისძიებას გახსნის საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე.

მის: ქუთაისი, სასტუმრო „ბესტვესტერნი“, იოსებ გრიშაშვილი ქ.#11

საკონტაქტო: ელენე კერესელიძე 598251991

13 მაისს, 14:00 საათზე, პარლამენტის წევრი ეკა ბესელია ნიდერლანდების სამეფოს ელჩის მოადგილეს შეხვდება.

სათათბირო ოთახი N234 (C კორპუსი, II სართული)

13 მაისს, 15:00 საათზე, "პრაიმტაიმის" პრესკლუბში ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული იულია სუსლიაკის ადვოკატი ზურაბ თოდუა და ბავშვების ბებია პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: ახალი სკანდალური მტკიცებულებები, ბავშვების მამა და ბებია მზად არიან, რომ დნმ-ის ანალიზი ჩაიტარონ, რას პასუხობს გამოძიება?

13 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

13 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდებიან.

ევროინტეგრაციის სათათბირო ოთახი 412 (C კორპუსი, IV სართული)

13 მაისს, 15:10 საათზე, საფრანგეთის რესპუბლიკის საქართველოსთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფი პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს მარიამ ჯაშს შეხვდება.

პარლამენტის ბაგრატოვანთა დარბაზი

13 მაისს, 15:30 საათზე, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N418 (C კორპუსი, IV სართული)

13 მაისს, 16:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ცრუ ჩვენების მიცემის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის დ.ღ.-ს საქმეზე განაჩენი გამოცხადდება.

13 მაისს, 16:00 საათზე, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

13 მაისს, 16:00 საათზე, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

13 მაისს, 16:00 საათზე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

13 მაისს, 16:30 საათზე, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი გუგული მაღრაძე თემატური მოკვლევის ჯგუფის - “პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის თემაზე პირველ ზეპირ მოსმენას გამართავს.

საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი 410)

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს