ირაკლი აბესაძე - თუ ქალბატონი მიმინოშვილი ჩვენს კოლეგებს ღილაკების გარჩევაში ავარჯიშებს, ეს შეიძლება სიკეთის მომტანი იყოს ქვეყნისთვის

თუ ქალბატონი მიმინოშვილი ჩვენს კოლეგებს ღილაკების გარჩევაში ავარჯიშებს, ეს შეიძლება სიკეთის მომტანი იყოს ქვეყნისთვის. ამ პროცესში მეტი სარგებელი წარმოუდგენელია, - ასე ეხმაურება პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ირაკლი აბესაძე მაია მიმინოშვილის პარტია „ქართულ ოცნებაში“ დასაქმებას.

ირაკლი აბესაძის განცხადებით, აღნიშნული არის უსაგნო და უმიზნო შიდაპარტიული თამაში „ქართულ ოცნებაში“, რომელსაც კავშირი არ აქვს იმ პრობლემების მოგვარებასთან, რაც მოსახლეობას აწუხებს.

„თუ ქალბატონი მიმინოშვილი ჩვენს კოლეგებს ღილაკების გარჩევაში ავარჯიშებს, ეს შეიძლება სიკეთის მომტანი იყოს ქვეყნისთვის, მეტი სარგებელი წარმოუდგენელია. ეს არის აბსოლუტურად უსაგნო და უმიზნო შიდაპარტიული თამაში "ქართულ ოცნებაში" და ნამდვილად არაფერი აქვს საერთო იმ პრობლემების მოგვარებასთან, რაც მოსახლეობას აწუხებს. სასაცილოა ვსაუბრობდეთ, რომ ახლა მიმინოშვილი არჩევს კადრებს. ყველა კადრს ამ ქვეყანაში არჩევს ბიძინა ივანიშვილი”, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი მუშაობას პარტია „ქართულ ოცნებაში“ განაგრძობს.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, მაია მიმინოშვილი პარტიაში ახალი სახეების შერჩევის საკითხს კურირებს. მიმინოშვილი პარტიაში უკვე ერთი თვეა მუშაობს.

იხილეთ ვიდეო

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს