პრემიერის პრესსამსახური - საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებს მხარდაჭერას უცხადებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის დელეგაციის შემაჯამებელ შეხვედრაზე აღინიშნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, 2019 წლის ბიუჯეტის შესრულების შედეგები, განიხილეს ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი ეკონომიკური რეფორმები, მათ შორის, განათლების რეფორმისა და ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით.

„დელეგაციის მიერ დადებითად შეფასდა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობა. აღინიშნა, რომ წელს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდა 4.6 პროცენტის ფარგლებშია პროგნოზირებული, რაც რეგიონში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი მერსედეს ვერა მარტინი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი ფრანსუა პეჰშო, შეხვედრას ესწრებოდა ასევე სელიმ შეკირი, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელის უფლებამოსილებას ოფიციალურად ივნისში შეუდგება. საქართველოს მხრიდან შეხვედრას საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე და საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი პაპუნა ლეჟავა დაესწრნენ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრები საქართველოში სამუშაო ვიზიტით, „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მიმდინარე პროგრამის მეოთხე მიმოხილვის ფარგლებში იმყოფებიან. მისიას მერსედეს ვერა მარტინი ხელმძღვანელობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი - ახლა უმთავრესი გამოწვევა დიალოგის განახლებაა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვშიშობ, რომ ადგილზე გვექნება გართულებული ვითარება
ლევან ნატროშვილი - მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კოდექსში ბევრი დადებითი ცვლილება განხორციელდა, ისინი ბოლომდე ვერ პასუხობს  ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2020
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე - მოვუწოდებ ყველა ქართველს, იმოგზაურონ ჩვენს რეგიონში, მათთვის ბევრი საინტერესო პროდუქტი გვაქვს
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძე დღეს მომავლის საშვის აღებას წარსულის გადაწერით ცდილობს
ძუძუს კიბო და ადრეული დიაგნოსტირების როლი მის მკურნალობაში
„თბილღვინო“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შეჭირვებულ ოჯახებს ეხმარება
საუკეთესო სავალუტო კურსი ტერაბანკისგან
საქართველოში სერვისი ბინა გაქირავების გარანტიით შემოვიდა - მესაკუთრეები დაზღვევის სახით ბინის ღირებულების 5%-ს მიიღებენ
„ვისოლი“ Smart Pay ფორმატის ავტოგასამართი სადგურების ქსელს ავითარებს
Apple Pay ხალიკ ბანკი საქართველოს მომხმარებლებისთვის