ივანე მაჭავარიანი - მიმდინარე ხარჯები განაგრძობს შემცირების ტენდენციას

მიმდინარე ხარჯები განაგრძობს შემცირების ტენდენციას, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან შემაჯამებელი შეხვედრის შემდეგ მისიის ხელმძღვანელთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

როგორც მან განაცხადა, მიმდინარე ხარჯები 2016 წელს არსებული 26,0 პროცენტიდან 2018 წელს შემცირდა 23.1 პროცენტამდე, ასევე, მნიშვნელოვნად დაჩქარდა კაპიტალური ხარჯები.

„დღეს, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის, ისევე როგორც ქვეშეთი-კობის მიმართულებით, პრაქტიკულად, ყველა მონაკვეთზე სამუშაოები ან დაწყებულია ან ტენდერის ბოლო ეტაპზეა. ყველა ეს კაპიტალური ხარჯი სრულად არის გაწერილი ჩვენს ფისკალურ ჩარჩოში და მათზე დაფინანსება სრულად არის მოძიებული საფინანსო ინსტიტუტებიდან“ , - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

მან, ასევე, ყურადღება გაამახვილა ფისკალურ დეფიციტზე და აღნიშნა, რომ ის სტაბილურად მშპ-ის 2.5 პროცენტის ფარგლებშია.

„ეს არის ნიშნული, რომელიც მიუთითებს, რომ საბიუჯეტო სექტორი ქვეყანაში სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს გარანტია“, - განაცხადა მან.

ფინანსთა მინისტრმა, ასევე, ისაუბრა ქვეყნის სარეიტინგო პოზიციების გაუმჯობესების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ეს პროგრესი საქართველოს მიერ გატარებული წარმატებული რეფორმების შედეგია.

ივანე მაჭავარიანმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელს და მის გუნდს ნაყოფიერი თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ფონდთან მიმდინარე პარტნიორობა წარმატებით გაგრძელდება მომავალში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა