კახა კალაძე ვეტერან ფეხბურთელებს - მადლობა იმისთვის, რაც ჩვენი ქვეყნისთვის გაგიკეთებიათ

„მადლობა იმისთვის, რაც კი გაგიკეთებიათ ჩვენი ქვეყნისთვის, ქართული სპორტისთვის, ფეხბურთისთვის და იმისთვის, რასაც ყოველდღიურ რეჟიმში აკეთებთ“, - ამ სიტყვებით მიმართა „დინამოს“ ვეტერან ფეხბურთელებს თბილისის მერმა კახა კალაძემ. სიტყვით გამოსვლისას კახა კალაძემ 1981 წლის 13 მაისი გაიხსენა და მას, გამარჯვებას, რომელიც მაშინ გუნდმა მოიპოვა, სახელმწიფოებრივი უწოდა.

„ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ მიზნისკენ სწრაფვას, შრომას, თავდადებას, ყოველთვის მოაქვს შედეგი. საკუთარ თავზე მაქვს ეს ყველაფერი გამოცდილი. აქ არიან ადამიანები, ვისაც უდიდესი წვლილი და როლი აქვს შეტანილი ჩემი საფეხბურთო კარიერის წარმატებაში. მინდა, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მათ. დღეს ისინი ჩვენს სპორტს, მომავალ თაობებს ემსახურებიან. დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო წლების განმავლობაში, შეძლებენ, ახალი, წარმატებული თაობები გაზარდონ და არამხოლოდ თასების თასი, არამედ ჩვენ, ყველამ ერთად, ჩემპიონთა ლიგის თასები უნდა მოვიგოთ.

ასევე, მინდა დავამატო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ. ზოგადად, ჩვენი ერთ-ერთი პრინციპი და მიმართულება ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაა. რა თქმა უნდა, ერთობა, ერთიანი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ ჩვენს შვილებს, მომავალ თაობებს ავუხსნათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სპორტი, რამდენად მნიშვნელოვანია იცხოვრო ჯანსაღი წესით. არ არის აუცილებელი, რომ ყველა პროფესიონალი ფეხბურთელი ან მოჭიდავე გამოვიდეს. მთავარია, ეს ყოველდღიურობაში იყოს გადატანილი და სადაც არ უნდა ვიყოთ, რა საქმიანობითაც არ უნდა ვიყოთ დაკავებული, აუცილებლად, ყველგან და ყველაფერში დაგვეხმარება.

აქ შეკრებილი სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლებსაც მინდა, მადლობა გადავუხადო თავიანთი საქმიანობისთვის, თუმცა დღევანდელი დღე - 13 მაისი ქართული ფეხბურთის დღეა. ყველა პატარის ოცნებაა, ამ კლუბში მოხვდეს, რომელსაც თბილისის „დინამო“ ჰქვია. ამ კლუბთან არის დაკავშირებული ქართული ფეხბურთის ყველა წარმატება, ზუსტად იმ ადამიანების დამსახურებით, რომლებიც დღეს აქ არიან შეკრებილი.

მინდა, ჯანმრთელობა, დიდხანს სიცოცხლე და წარმატებები გისურვოთ იმ ყოველდღიურ საქმიანობაში, რასაც ქართული სპორტისთვის, ფეხბურთისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის აკეთებთ“, - განაცხადა კალაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა