ნათია თურნავა - „ენგურჰესი“ არის ერთ-ერთი იმ ძაფებისგან, რაც დღეს ჩვენს აფხაზ დებთან და ძმებთან  გვაერთიანებს

„ენგურჰესი“ არის ერთ-ერთი იმ ძალიან მცირე ძაფებისგან, რაც დღეს დაგვრჩა და რაც გვაერთიანებს აფხაზეთთან, ჩვენს აფხაზ დებთან და ძმებთან. ყველანი უნდა მოვუფრთხილდეთ ამ ძაფებს, იმას, რომ ჩვენი ენერგეტიკული სისტემა დღესაც, მტრის მცდელობის მიუხედავად, ერთიანია. ჩვენ ენერგეტიკულ სფეროში ტერიტორიული მთლიანობა, შეიძლება ითქვას, შენარჩუნებული გვაქვს", - ამის შესახებ ნათია თურნავამ სამეგრელოში ვიზიტის დროს ჟურნალისტებს ოკუპირებული აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგება საქართველოს სუვერენული ინტერესია და ამ თემის პოლიტიკური მიზნებით გამოყენება მიუღებელია.

„რაც შეეხება იმ ცრუ და სრულიად გადაუმოწმებელ, აბსურდულ ე.წ.„ ვერსიებს“, თუ რატომ ვაწვდით აფხაზეთს ელექტროენერგიას "ენგურჰესიდან" - ენგურვარდნილის კაშხალი არის ჩვენი ეროვნული სიმდიდრე, მრავალი წელია, "ენგურჰესი" ელექტროენერგიას აწვდის სრულიად საქართველოს, მათ შორის აფხაზეთს და ეს დღესაც ასეა. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, ამორალურია ამ საკითხის და ჩვენი სუვერენული ინტერესის გამოყენება იმისთვის, რომ პოლიტიკურ დებატებში ვიღაცას ვავნოთ, ეს მხოლოდ მტრის წისქვილზე ასხამს წყალს, ეს მიუღებელია!“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა