მარიამ ქვრივიშვილმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ანგარიში წარუდგინა

საქართველოს პარლამენტის წევრებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულიადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა ადმინისტრაციის დაგეგმილი და მიმდინარე პროექტები გააცნო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მარიამ ქვრივიშვილმა 2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემები და სამომავლო ხედვები წარადგინა.

მარიამ ქვრივიშვილმა 2025 წლის სტრატეგიით გათვალისწინებული პროექტების, მარკეტინგული კამპანიების, გადამზადების პროგრამებისა და სხვა საკითხების შესახებ ისაუბრა. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.

„ჩვენ დღეს პარლამენტარებს მივაწოდეთ სრულფასოვანი ინფორმაცია, თუ როგორ დასრულდა პირველი კვარტალი და რა ახალი ინიციატივები გაგვაჩნია ტურიზმის სექტორის განვითარებისთვის. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ 2025 წლის სტრატეგიის შესახებ, რა უნდა გაკეთდეს მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერიოდში. პირველი კვარტალი ძალიან პოზიტიურად დასრულდა, გამოკვეთილად მზარდი არის შემოსავლები ტურიზმის სექტორიდან. საერთაშორისო მოგზაურობიდან 27.7 მილიონი დოლარით მეტი შემოსავალი მივიღეთ წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, რაც ყველაზე სასიხარულოა, ჩვენ ვასრულებთ სტრატეგიის ერთ-ერთ პირობას, რაც გულისხმობს ევროკავშირის ქვეყნებიდან მეტი ტურისტის შემოსვლას საქართველოში. ეს მაჩვენებელი განსაკუთრებულად მზარდია. 2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებიდან საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტები 29.7%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს, ასევე ჩვენ დეპუტატებთან ერთად ვისაუბრეთ ტურიზმის გამოწვევების შესახებ“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი - ახლა უმთავრესი გამოწვევა დიალოგის განახლებაა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვშიშობ, რომ ადგილზე გვექნება გართულებული ვითარება
ლევან ნატროშვილი - მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კოდექსში ბევრი დადებითი ცვლილება განხორციელდა, ისინი ბოლომდე ვერ პასუხობს  ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2020
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე - მოვუწოდებ ყველა ქართველს, იმოგზაურონ ჩვენს რეგიონში, მათთვის ბევრი საინტერესო პროდუქტი გვაქვს
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძე დღეს მომავლის საშვის აღებას წარსულის გადაწერით ცდილობს
ძუძუს კიბო და ადრეული დიაგნოსტირების როლი მის მკურნალობაში
„თბილღვინო“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შეჭირვებულ ოჯახებს ეხმარება
საუკეთესო სავალუტო კურსი ტერაბანკისგან
საქართველოში სერვისი ბინა გაქირავების გარანტიით შემოვიდა - მესაკუთრეები დაზღვევის სახით ბინის ღირებულების 5%-ს მიიღებენ
„ვისოლი“ Smart Pay ფორმატის ავტოგასამართი სადგურების ქსელს ავითარებს
Apple Pay ხალიკ ბანკი საქართველოს მომხმარებლებისთვის