დირკ ვიზე - საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წარმატების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია

გერმანიის მთავრობის კოორდინატორი რუსეთის, ცენტრალური აზიისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებში დირკ ვიზე ევროკავშირის ინიციატივას „აღმოსავლეთის პარტნიორობას“ წარმატებულს უწოდებს და ამბობს, რომ საქართველო ამ წარმატების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია.

გერმანელი პოლიტიკოსის თქმით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებულია ფართომასშტაბიანი შეთანხმება ასოცირების შესახებ და ორ წელზე მეტია, საქართველოს მოქალაქეები სარგებლობენ შენგენის ზონაში უვიზოდ შესვლის უფლებით.

„ერთიც და მეორეც, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიმბოლოა“ , - განაცხადა დირკ ვიზე.

დირკ ვიზე საქართველოში ვიზიტით 13 მაისს ჩამოდის.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა