ანონსი 14 მაისი

14 მაისს, 09:00 საათზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა რუსთავში მდებარე საწარმოებს - რუსთავის ფოლადსა (მის: რუსთავი, გაგარინის ქ. # 12) და ჯეოსტილს (მის: რუსთავი, დავითგარეჯის ქუჩა # 36) ეწვევა.

მინისტრი ადგილზე გაეცნობა საწარმოების მუშაობას, არსებულ გამოწვევებსა და გეგმებს, როგორ აპირებენ დანერგონ ახალი ენერგოეფექტური ტექნოლოგიები, რაც შესაძლებლობას მისცემს საწარმოებს შეამცირონ ენერგოდანახარჯები.

14 მაისს, 09.00 საათზე, სასტუმრო „რედისონში“, გაიმართება OECD-ს მიერ ორგანიზებული შეხვედრა სახელწოდებით „Small Business Act for Europe Assessment 2020,“ რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ეკატერინე მიქაბაძე დაესწრება.

14 მაისს, 10:30 საათზე, საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი მარნეულის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მიმდინარე მშენებლობას დაათვალიერებს

(მშენებლობა მიმდინარეობს ქალაქ მარნეულის შესასვლელთან)

საკონტაქტო: ლელა კიკალეიშვილი - 599855251

14 მაისს, 10:30 საათზე, დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის წარმომადგენლები - კახა კოჟორიძე და კახა წიქარიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ საგანგებო განცხადებას გააკეთებენ.

თემა: დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი კლანური მმართველობის შესახებ პარლამენტის რეზოლუციის პროექტს გამოაქვეყნებენ და პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ, შენიშვნებისა და მოსაზრებების სახით შეუერთდნენ ინიციატივას.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

14 მაისს, 10:30 საათზე, სასტუმრო "თბილისი მერიოტში" საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სპეციალურ ანგარიშს წარმოადგენს "ბავშვზე ზრუნვის სისტემის მონიტორინგი - ალტერნატიული ზრუნვის ეფექტიანობა"

მის: სასტუმრო "თბილისი მერიოტი", შოთა რუსთაველის გამზირი N13

14 მაისს, 10:30 საათზე, ბიზნესის რეაბილიტაციისა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდება კონფერენცია: „ეფექტიანი გადახდისუუნარობის სისტემის როლი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში“. კონფერენციაში მონაწილეობენ USAID-ის მისიის ხელმძღვანელი საქართველოში პიტერ ვიბლერი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, მიხეილ სარჯველაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ეკატერინე მიქაბაძე და სხვები.

მის: სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტი“

14 მაისს, 11:00 საათზე, ნარკოპოლიტიკის რეფორმის მხარდამჭერი ჯგუფები EMC-ს ოფისში პრესკონფერენციას გამართავენ. ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას, ნარკოპოლიტიკის სფეროს ძირეულ რეფორმამდე, გამოიყენონ ერთჯერადი ამნისტიის, ან შეწყალების მექანიზმი იმ მსჯავრდებულთა მიმართ, რომლებიც ნარკოდანაშაულზე უსამართლო ან არაპროპორციულ სასჯელს იხდიან.

მის: ირ. აბაშიძის 12 ბ.

საკონტაქტო პირი: სალომე აჩბა

593 73 75 03.

14 მაისს, 11:00 საათზე, საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი, ვატო შაქარიშვილი ბრიფინგს გამართავს.

მის: თავისუფლების 2

საკონტაქტო : 558363644 თაკო სანოძე

14 მაისს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში მთაწმინდის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი სოფიო ხორგუანი განცხადებას გააკეთებს.

თემა: შუალედური არჩევნები მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1.

საკონტაქტო: 593 53 45 24

14 მაისს, 11:00 საათზე, „ევროპული საქართველოს“ პარტიის ოფისში ირაკლი აბესაძის ბრიფინგი გაიმართება. თემა - გაზრდილი ბიუროკრატიული ხარჯები

მის: ბარნოვის 40.

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

14 მაისს, 12.00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმი აწყობს გამოფენას ლიტერატურათმცოდნე, თეოლოგის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებლისა და აკადემიკოსის კორნელი კეკელიძის დაბადებიდან 140 წლის იუბილესთან დაკავშირებით.

მის: ი.ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ I კორპუსი, მუზეუმის საგამოფენო დარბაზი, მეორე სართული

14 მაისს, 12:00 საათზე, კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ზაზა ხარებავას უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით განცხადებით მიმართავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს.

მის: საქართველოს პარლამენტის შესასვლელი. რუსთაველის გამზირი #8

14 მაისს, 12:00 საათზე, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული)

14 მაისს, 12:00 საათზე, მწერალთა სახლში თბილისის მეხუთე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართება.

14 მაისს, 12.00 საათზე, სასტუმრო „რუმსში“ გაიმართება პრესკონფერენცია.

თემა: „თიბისი დაზღვევა“ ჯანმრთელობის დაზღვევას იწყებს.

მის: კოსტავას ქ. #14

14 მაისს, 13:00 საათზე, სოლოლაკში, ლ. ასათიანის 50-ში მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი ლევან იოსელიანი,ალექსანდრე ელისაშვილთან და მხარდამჭერებთან ერთად “სოლოლაკის სპორტის სასახლესთან” საპროტესტო აქციას გამართავენ და ქალაქის მერიას კონკრეტულ მოთხოვნებს წარუდგენენ.

14 მაისს, 13:00 საათზე, სასტუმრო "ვერე პალასში" პარტია "თავისუფალი საქართველოს" ორგანიზებით გაიმართება კონფერენცია "მშვიდობიანი პოლიტიკური ტრანსფორმაცია, 2020".

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები, არასაპარლამენტო პარტიები, ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები.

მის: ქუჩიშვილის 22/24, საკონტაქტო: 598 240 243

14 მაისს, 13:00 საათზე, პრეზიდენტის პრესსპიკერი ხატია მოისწრაფიშვილი ბრიფინგს გამართავს.

14 მაისს, 14.00 საათზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართება პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისთვის“ სადამფუძნებლო კონფერენცია.

მის: რუსთაველის გამზ. N6

საკონტაქტო 591219009

14 მაისს, 15:00 საათზე, პარტია „კანონი და სამართალის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი, პარტიის ოფისში საგანგებო ბრიფინგს გამართავს.

თემა: ზუგდიდში გავრცელებული ფარული ჩანაწერები

მის.: 26 მაისის მოედანი 1, სპორტის სასახლის და „მორკინალის“ მიმდებარე ტერიტორია

14 მაისს, 15:00 საათზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე განათლების რეფორმის შემდგომ ეტაპებთან დაკავშირებით ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენციას გამართავს.

მის.: დ. უზნაძის 52

14 მაისს, 16:00 საათზე, თემატური მოკვლევის ჯგუფის - „სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა მონაწილეობა“ - სახელმწიფო უწყებების ზეპირი მოსმენების მეორე ნაწილი გაიმართება

საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

14 მაისს, 18:00 საათზე, ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში კახა ცაბაძის საიუბილეო კონცერტი გაიმართება.

14 მაისს, 19:00 საათზე „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლადო კახაძე ახალგაზრდებს შეხვდება.

შეხვედრა საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში გაიმართება.

მის: ბოტანიკურის ქ N1.

14 მაისს, 20:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის საპარლამენტო პლატფორმის მხარდამჭერთა, პარტნიორთა და მონაწილეთა ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. ნომინაციაში - საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის საპარლამენტო პლატფორმის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის - საქართველოს პარლამენტის ორი კომიტეტის თავმჯდომარე დაჯილდოვდება. ღონისძიებას დაესწრება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი, საქართველოს პარლამენტის 4 კომიტეტის თავმჯდომარე და სხვა დეპუტატები.