ომბუდსმენი მერაბიშვილის საქმეზე - სტრასბურგი გაცემული რეკომენდაციების აღსრულებას განსაკუთრებული ინტერესით და ყურადღებით დააკვირდება

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის ციხის საკნიდან გაყვანის ეპიზოდზე სახელმწიფოს მოუწევს საფუძვლიანად თავიდან გამოიძიოს, მოიკვლიოს გარემოებები და მყარი არგუმენტები დადოს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა რეალურად.

რაც შეეხება მერაბიშვილისთვის შეწყალებაზე უარის თქმას, ომბუდსმენის განმარტებით, შეწყალებაზე უარის შეფასება სახალხო დამცველის კომპეტენციას არ წარმოადგენს, რადგან შეწყალების უფლება არ არის უფლება, ეს არის პროცედურა და სახალხო დამცველი შეწყალების პროცედურას ადამიანის უფლებების ჭრილში ვერ განიხილავს.

„რაც შეეხება მისი საკნიდან გაყვანის გამოძიებას, ამასთან დაკავშირებით უკვე წლებია სახალხო დამცველი იძლევა რეკომენდაციას, რომ უნდა მოხდეს ამ ფაქტის გამოძიება. ამასთან დაკავშირებით არსებობს მინისტრთა კომიტეტის გაცემული შესაბამისი რეკომენდაცია და სახელმწიფოს მოუწევს აუცილებლად, რომ საფუძვლიანად თავიდან გამოიძიოს და მოიკვლიოს აღნიშნული გარემოებები და ძალიან მყარი არგუმენტები დადოს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა რეალურად, რადგან ის პირველი ე. წ მოკვლევა, რაც განხორციელდა, არ ჩათვალა საკმარისად სტრასბურგის სასამართლომ და სახელმწიფოს თავიდან დაავალა ამ საკითხის გამოკვლევა", -აცხადებს ომბუდსმენი.

მისივე თქმით, თუ სახელმწიფო არ შეასრულებს სტრასბურგის სასამართლოს დავალებას რა თქმა უნდა, ეს იქნება პრობლემა.

„ამაზე ვსაუბრობდით ჩვენს ანგარიშში, იმიტომ, რომ მე-18 მუხლის დარღვევასთან გვაქვს საქმე. უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა, თითზე ჩამოსათვლელი გადაწყვეტილებები აქვს სტრასბურგის სასამართლოს მე-18 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით და ამ მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით გაცემულ რეკომენდაციებს განსაკუთრებული ინტერესით და ყურადღებით დააკვირდება მის აღსრულებას სტრასბურგი. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს მოუწევს, რომ დადოს ძალიან მყარე არგუმენტები”, - განაცხადა ლომჯარიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა