მამუკა მდინარაძე ამომრჩევლის მოსყიდვის შესახებ ჩანაწერზე - დავინტერესდებით, რატომ ლაპარაკობს ეს ადამიანი იმას, რაც არავის დაუვალებია

აუცილებლად დავინტერესდებით მე და მმართველი გუნდი, თუ რატომ ლაპარაკობს ეს ადამიანი იმას, რაც არავის დაუვალებია, - ასე ეხმაურება მამუკა მდინარაძე მედიით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს, სადაც სავარაუდოდ, ზუგდიდის საკრებულოში მმართველი პარტიის წარმომადგენელი ამომრჩევლის მოსყიდვასა და დაშინებაზე საუბრობს.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, აღნიშნული პირი საუბრობს იმის საწინააღმდეგოდ, რასაც მას პარტიულ თათბირებზე ეუბნებიან და ამ ყველაფერს ექნება თავისი მიზეზი, რომელიც აუცილებლად უნდა დადგინდეს.

„აუცილებლად დავინტერესდებით მე და მმართველი გუნდი, თუ რატომ ლაპარაკობს ეს ადამიანი იმას, რაც არავის დაუვალებია და რატომ საუბრობს იმის საწინააღმდეგოდ, რასაც ვამბობთ. დარწმუნებული ვარ, ამას ექნება თავისი მიზეზები. მმართველი გუნდის ყველა ლიდერი დაინტერესდება, თუ რატომ არის ამ ადამიანის პოზიცია არაადეკვატური ჩვენი პოზიციისგან. ყველა პარტიულ თათბირზე ამ ადამიანებს ავალებდნენ სრულიად საპირისპიროს, რომ მოგებული არჩევნები არ უნდა წააგოს მმართველმა გუნდმა ვიღაცების არასწორი ლაპარაკით“, - განახადა მამუკა მდინარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა