"თიბისი დაზღვევა" ჯანმრთელობას აზღვევს

"თიბისი დაზღვევა" უკვე ჯანმრთელობას აზღვევს და მომხმარებელს მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს. "თიბისი დაზღვევის" ჯანმრთელობის დაზღვევა გამოირჩევა დაზღვეულზე ორიენტირებული, თანამედროვე და გამჭვირვალე სისტემით. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თიბისიდან" აცნობეს.

კომპანიის ინფორმაციით, "თიბისი დაზღვევის" ჯანმრთელობის დაზღვევა დაზღვეულთათვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდების მიზნით, აქცენტს გრძელვადიან თანამშრომლობაზე აკეთებს, როგორც დაზღვეულებთან, ასევე მათ ორგანიზაციებთან და პროვაიდერ სამედიცინო დაწესებულებებთან.

სტრატეგიულ პარტნიორ კლინიკებს შორის არიან ისეთი სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც გამოცდილებით და მაღალი კვალიფიკაციის პერსონალით გამოირჩევიან, უახლესი აპარატურითა და ინფრასტრუქტურით, მათ შორის არის მედიკორი და ქართულ-ამერიკული კლინიკა. ჩამოთვლილი კლინიკების გარდა, თიბისი დაზღვევის მომხმარებელს კვალიფიციური ოჯახის ექიმები სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში მიიღებენ, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.

„თიბისი დაზღვევისთვის მნიშვნელოვანია, მომხმარებელს მისცეს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა. შესაბამისად, სამედიცინო მომსახურების მიღება, ნებისმიერ ლიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებაშია შესაძლებელი. თიბისი დაზღვევა თანამშრომლობს სამედიცინო დაწესებულებების ფართო ქსელთან. ამ დრომდე 200-მდე პარტნიორი ჰყავს, მათ შორის, ყველა წამყვანი კლინიკა: ევექსი, ჯეო ჰოსპიტალსი, მედიქლაბი, ინოვა და ა.შ. მთელი საქართველოს მასშტაბით. თიბისი დაზღვევა პარტნიორ კლინიკებთან ერთად მომხმარებელს გრძელვადიან პერიოდში მაღალი ხარისხის სერვისს შესთავაზებს და განავითარებს.

რაც შეეხება უპირატესობებს, რომლითაც თიბისი დაზღვევა გამოირჩება: კარგი დაფარვები / მაღალი ლიმიტები; ნაკლები გამონაკლისები; თავისუფლება სამედიცინო დაწესებულების არჩევაში; საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსება საუკეთესო ტარიფებით საქართველოში“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

"თიბისის" ცნობით, მომხმარებელი ბაზარზე უმაღლესი ხარისხის მომსახურებას მიიღებს, რომელიც უზრუნველყოფილია ტექნოლოგიური გადაწყვეტებით, რათა დაზღვეულმა, რაც შეიძლება ნაკლები დრო დაკარგოს და სწრაფად მიიღოს სერვისი თუ ანაზღაურება. ამასთან, დაზღვეულს ყოველთვის წინასწარ დ ზუსტად ეცოდინება დაზღვევის პირობები.

გარდა ამისა, ორგანიზაციებს შეუძლიათ თანამშრომლები გამარტივებული პროცესით დააზღვიონ, რისთვისაც შეიქმნება ვებ-პლათფორმა, რაც მათ ადმინისტრაციულ რესურსს და დროს დაუზოგავს. სადაზღვევო ნაკრების მინიმალური საფასური 38 ლარია, თიბისი დაზღვევა მომხმარებელს სთავაზობს 5 ნაკრებს, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება ლიმიტებით და დაფარვებით. „კარგი“, „უკეთესი“, „საუკეთესო“, „საუცხოო“ და „განსაკუთრებული“ - არჩევანი მომხმარებელზეა, თუ რომელ ნაკრებს აიჩევს.

თიბისი დაზღვევა დაზღვეულებს სთავაზობს: 24/7-ზე ცხელი ხაზს ტელეფონის ნომერზე 2 42 11 11, ან ელექტრონულ ფოსტაზე infohealth@tbcinsurance.ge; სასწრაფოს გამოძახებას; ოჯახის ექიმის/პედიატრის კონსულტაციას კლინიკაში ან სახლში გამოძახებით; პროფილაქტიკურს კვლევებს; გადაუდებელი და გეგმიური ამბულატორიას; გადაუდებელი და გეგმიურ ჰოსპიტალურ მომსახურება; საზღვარგარეთ მკურნალობას; მედიკამენტების ანაზღაურებას; გადაუდებელ და გეგმურ სტომატოლოგიას; ორსულობა/მშობიარობის ანაზღაურებას.

მომხმარებელს ანაზღაურების მიღება თიბისი დაზღვევის სერვის-ცენტრებსა და ონლაინ, ვებგვერდის საშუალებით შეეძლებათ. სერვის-ცენტრებში ანაზღაურებისას კი 500 ლარამდე თანხის ანაზღაურება მყისიერად მოხდება, ხოლო 500 ლარზე მეტი თანხა მაქსიმუმ 3 სამუშაო დღეში. ონლაინ ანაზღაურების შემთხვევაში 500 ლარამდე თანხის ანაზღაურება მოხდება 1 დღეში ანგარიშზე ჩარიცხვის გზით, ხოლო 500 ლარზე მეტი თანხა მაქსიმუმ 3 სამუშაო დღეში. ონლაინ ანაზღაურება ვებგვერდზე ივნისისდან გახდება ხელმისაწვდომი.

თიბისი დაზღვევის სერვის-ცენტრის მისამართია ყაზბეგის #24ბ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა