ბათუმი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის საკომიტეტო სხდომებს უმასპინძლებს

15-16 მაისს, ბათუმში, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) პოლიტიკურ და სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის 53-ე და ეკონომიკურ სავაჭრო ტექნოლოგიურ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის 52-ე სხდომები გაიმართება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარალამენტიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ორი დღის განმავლობაში, შავი ზღვის რეგიონის 9 ქვეყნის 40-მდე კანონმდებელი პოლიტიკურ-ეკონომიკურ, სავაჭრო და გარემოს დაცვით საკითხებზე იმსჯელებენ და დისკუსიას გამართავენ.

15 მაისს, 9:00 საათზე სასტუმროში - „ჰილტონი ბათუმი“, საერთაშორისო ფორუმს მისასალმებელი სიტყვით გახსნიან საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი ასაფ ჰაჯიევი, ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, ოთარ დანელია. აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, სახალხო დამცველის პირველი მოადგილე, თამარ გვარამაძე და საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტების თავმჯდომარეები.

საპარლამენტო ასამბლეის საკომიტეტო სხდომების ფარგლებში, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ოთარ დანელია, „სახალხო დამცველის ინსტიტუტის როლზე დემოკრატიის განმტკიცებაში“ მოხსენების პროექტს წარადგენს. დელეგატები ასევე - „მწვანე ეკონომიკა და ლურჯი განვითარების“ თემაზე მოხსენებას გაეცნობიან, რომელის შესახებაც შესაბამის რეკომენდაციებს შეიმუშავებენ.

ღონისძიების მონაწილეები წინა სხდომების ოქმებს დაამტკიცებენ და საორგანიზაციო საკითხებსაც განიხილავენ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს