გამომძიებლის განცხადებით, ვანო მერაბიშვილმა მისი საკნიდან გაყვანაში მონაწილე პირებზე მხოლოდ ზოგადი ხასიათის ინფორმაცია მიაწოდა

ივანე მერაბიშვილმა დაასახელა რამდენიმე პირის ზოგადი მახასიათებლები, რომლებიც მისი განმარტებით, მონაწილეობას იღებდნენ მისი საკნიდან გაყვანაში, - აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტებს ე.წ. მატროსოვის ციხესთან გამომძიებელმა თამუნა ვახანიამ მიაწოდა.

როგორც ის განმარტავს, მერაბიშვილმა მისი საკნიდან გაყვანის შესაძლო ფაქტში მონაწილე პირების ზოგადი აღწერა განახორციელა.

"მოწმის სახით გამოიკითხა ივანე მერაბიშვილი. მან დაასახელა რამდენიმე პირის ზოგადი მახასიათებლები, რომლებიც მისი განმარტებით, მონაწილეობას იღებდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მის გაყვანასთან დაკავშირებით.

გამოძიება მაინც აუცილებლად შეაფასებს მის მიერ მოწოდებულ ზოგადი ხასიათის ინფორმაციას. აუცილებლად შეფასდება ყველა აღნიშნული გარემოება. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემდეგში დაიგეგმება და ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება", - განაცხადა ვახანიამ.

ცნობისთვის, ე.წ. მატროსოვის ციხეში შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი 2013 წელს მისი ციხის საკნიდან გაყვანის ფაქტთან დაკავშირებით გამოკითხეს.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა