ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში მომხდარ ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი პირი დააკავეს

ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში მომხდარ ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი პირი დაკავებულია. გელა კვარაცხელია ზუგდიდის პოლიციის შენობაში რამდენიმე წუთის წინ შეიყვანეს. შენობაში შესვლამდე მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამეგრელოში სანდრა რულოვსს არ შემოუშვებს.

„მე ვარ და ყოველთვის ვიქნები ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერი. ეს სამეგრელოა და არა ჰოლანდია. მე სანდრა რულოვსს სამეგრელოში არ შემოვუშვებ", - განაცხადა გელა კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ზუგდიდის მერობის კანდიდატ სანდრა რულოვსსა და პარტიის სხვა წარმომადგენლებს თავს დაესხნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიაში განუცხადეს, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა სანდრა რულოვსი და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ლიდერები, დადიანების ეზოში იყვნენ და ადგილობრივ მედიასაშუალებას ინტერვიუს აძლევდნენ.

„მათ 5 ადამიანი დაესხა თავს. ესენი იყვნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, ის პირები, რომლებიც ჩვენს წარმომადგენლებს ასევე დაესხნენ თავს, რამდენიმე დღის წინ სოფელ რიყეში. მათ ჩვენი პარტიის ფოტოგრაფს და კიდევ რამდენიმე ადამიანს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა“, - განაცხადეს პარტიაში.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად