ემზარ კვიციანი - ბოლოს და ბოლოს უნდა მოიხსნას კითხვა - რატომ დახვრიტეს თემირლან მაჩალიკაშვილი? - ჩვენს ქვეყანაში, სიკვდილით დასჯა აკრძალულია

მიუხედავად იმისა, ვინ შემოიტანა საგამოძიებო კომისიის შექმნის წინადადება, მე ამ იდეას მხარს დავუჭერ, რადგანაც მართლაც შემზარავი ფაქტი მოხდა, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ემზარ კვიციანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე მსჯელობენ.

კვიციანის თქმით, აღნიშნულ საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა აუცილებელია, რათა მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდეს.

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებულ დადგენილების პროექტს დეპუტატებს სალომე სამადაშვილი აცნობს.

„მიუხედავად იმისა, ვინ შემოიტანა ეს წინადადება, მე ამ იდეას მხარს დავუჭერ, რადგანაც მართლაც შემზარავი ფაქტი მოხდა. ამაზრზენად მოეპყრნენ მაჩალიკაშვილების ოჯახს. არ იქცევიან ტერორისტები ისე, როგორც მაჩალიკაშვილების ოჯახი იქცევა. ერთი წელია მალხაზ მაჩალიკაშვილი სამართალს ეძებს და ვერ მიაღწია, რომ გაიგოს რატომ მოუკლეს შვილი. ეს ჩვენც, ყველას გვაინტერესებს. ამას გაგრძელება რომ არ ჰქონდეს და ჩვენც რომ არ მოგვაკითხონ სახლებში, ამიტომ აუცილებელია დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა. ბოლოს და ბოლოს უნდა მოიხსნას კითხვა - რატომ დახვრიტეს ის კაცი? ჩვენს ქვეყანაში, მე მგონი, სიკვდილით დასჯა აკრძალულია. გვახსოვს, ეს წინა პერიოდში როგორ ხდებოდა და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ ამას გაგრძელება მოჰყვეს,“ - განაცხადა ემზარ კვიციანმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს