ჭავჭავაძის გამზირზე გამართული აქციის დროს დაკავებული 6 პირის საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება შესაძლოა, ხვალ გამოაცხადოს

ჭავჭავაძის გამზირზე გამართული აქციის დროს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დაკავებული 6 პირის საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება შესაძლოა, ხვალ გამოაცხადოს.

სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 16:00 საათზეა დანიშნული.

ცნობისთვის, დაკავებული პირები: კახა ავალიშვილი, ცოტნე ცხვედიანი, ვახუშტი მენაბდე, გიორგი კობახიძე, გიორგი სოფრომაძე და დავით სუბელიანი 2 აპრილს, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

ექვსივე პირი საზოგადოებრივი წესრიგისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ აქცია ჭავჭავაძის გამზირზე, სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისას მიწის ჩამოიშლის შედეგად ორი ადამიანის დაღუპვის გამო გაიმართა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა