სალომე სამადაშვილი - ქვეყნის საკეთილდღეოდ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეის მხარდაჭერა

ქვეყნის საკეთილდღეოდ, ძალიან მნიშვნელოვანი, კეთილი ნების ნაბიჯი იქნებოდა მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეის მხარდაჭერა,- ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის დეპუტატებს და მათ სთხოვა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი დაუჭირონ.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ცარიელ დარბაზში გვიწევს ამ ძალიან მტკივნეულ საკითხზე საუბარი, მაგრამ იმედია, ამ გზავნილს მოისმენენ ჩვენი კოლეგები, ვინც დღეს დარბაზში არ იმყოფება. იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც თქვენ მიიღებთ როცა გადაწყვეტთ დაუჭიროთ თუ არა მხარი საგამოძიებო კომისიის შექმნას, შესაძლოა, ჰქონდეს ძალიან გრძელვადიანი და მძიმე შედეგი, მათ შორის, ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვერ მივიღეთ ვერანაირად ამომწურავი პასუხი სუს-ის ხელმძღვანელისგან იმასთან დაკავშირებით თუ რა მოხდა პანკისში და ვერც ბატონი გახარიასგან, ვფიქრობ, ყველა ჩვენგანი ხედავს და უდავოა, რომ დღეს ჩვენს მიმართ მტრულად განწყობილი სახელმწიფო, პირველ რიგში, რუსეთი ცდილობს რომ ძალიან აქტიურად გამოიყენოს ყველანაირი შიდა დაპირისპირება, რომელიც საზოგადოებაში შეიძლება არსებობდეს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. ამიტომ, ქვეყნის საკეთილდღეოდ ძალიან მნიშვნელოვანი კეთილი ნების ნაბიჯი იქნებოდა ჩვენი მხრიდან ამ საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეის მხარდაჭერა“,- განაცხადა სამადაშვილმა.

როგორც ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებული დადგენილების პროექტის წარდგენისას, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, სახელმწიფომ საზოგადოებაში დაგროვებულ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს.

„ჩვენ დღეს მხოლოდ ერთი რამ ვიცით ფაქტად, რომ თემირლან მაჩალიკაშილი მოკლეს სახელმწიფოს წარმომადგენლებმა და ჩვენ დღეს კომისიის შექმნას გთავაზობთ იმისთვის, რომ დავადგინოთ რამდენად გადაუდებელი აუცილებლობა იყო ამ ოპერაციის ჩატარება, რამდენად იქნა კანონი დაცული და თუ კანონი იქნა დარღვეული, ვინ არის პასუხისმგებელი მასზე. ხვალ შეიძლება სახელმწიფოს ჰქონდეს რაიმე სხვა ლეგიტიმური ინტერესი და ამ სხვა ლეგიტიმური ინტერესის მსხვერპლი გახდეს ქვეყანაში ნებისმიერი ჩვენგანი“, - განაცხადა სამადაშვილმა.

პარლამენტი 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე მსჯელობს.

დადგენილების პროექტის ძირითად არსს წარმოადგენს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა