საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ლატვიას ეწვია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით ლატვიის რესპუბლიკას ეწვია. რიგის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტს საპატიო ყარაულით, წითელი ფიანდაზით და ლატვიისა და საქართველოს სახელმწიფო დროშებით დახვდნენ.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები ლატვიის უმაღლესი თანამდებობების პირებთან: ლატვიის პრეზიდენტთან რაიმონდს ვეიონისთან, ლატვიის რესპუბლიკის საეიმას სპიკერთან ინარა მურნიეცესთან, პრემიერ-მინისტრთან არტურს კრიშიანის კარინშისთან.

შეხვედრებისას განიხილება როგორც ორი ქვეყნის თანამშრომლობის კიდევ უფრო გამტკიცების, ასევე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები. ოფიციალური შეხვედრების გარდა, საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრას გამართავს ლატვიის მეექვსე პრეზიდენტთან, ვაირა ვიკე-ფრაიბერგასთან, რომლის სახელთანაცაა დაკავშირებული ლატვიის გაწევრიანება ნატოსა და ევროკავშირში და აღსანიშნავია, რომ წელს ლატვია ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების 15 წლისთავს აღნიშნავს. ტრადიციულად, საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის შემადგენელი ნაწილი იქნება საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა ქართველ სტუდენტებთან და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.

​საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრები არიან: საქართველოს ელჩი ლატვიის რესპუბლიკაში თეა მაისურაძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნათია სუალავა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ ნინუა, საგარეო საქმეთა ევროპული დეპარტამენტის დირექტორი ნინო ბარათაშვილი და პრეზიდენტის მრჩეველი ქეთევან თათოშვილი.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა