საუდის არაბეთში დრონებით ნავთობის სადგურებზე შეტევა განხორციელდა

საუდის არაბეთში ნავთობის ორ სადგურზე შეიარაღებული დრონებით თავდასხმა მოხდა, რის გამოც ნავთობის კონცერნმა Saudi Aramco-მ უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, აღმოსავლეთ დასავლეთის მილსადენზე ნავთობის გადაქაჩვა შეაჩერა, რომლის მეშვეობითაც ნავთობი იანბუ-ელ-ბაჰრის პორტს მიეწოდება. ამის შესახებ „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა ჰადელ ალ-ფალეხმა განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, ნავთობის ერთ-ერთ სადგურზე ამ თავდასხმის შედეგად, ხანძარი გაჩნდა. თუმცა, ხანძრის კერის კონტროლს დაქვემდებარება მოხერხდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მომხდარზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო იემენის ამბოხებულმა ჰუსიტებმა, რომლებმაც განაცხადეს, რომ ეს იყო მათი მსხვილი სამხედრო ოპერაცია საუდის არაბეთის მხრიდან იემენელი ხალხის წინააღმდეგ აგრესიისთვის.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა