დონალდ ტრამპმა The New York Times-ის ინფორმაციას 120 ათასი სამხედროს ახლო აღმოსავლეთში გაგზავნის შესახებ ყალბი უწოდა

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ყალბი უწოდა The New York Times-ის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აშშ აპირებს ირანის გამო, ახლო აღმოსავლეთში 120 ათასი სამხედრო გაგზავნოს. ამის შესახებ ამერიკის ლიდერმა ჟურნალისტებს თეთრ სახლში, ლუიზიანას შტატში გამგზავრებამდე განუცხადა.

„ვფიქრობ, რომ ეს ყალბი ინფორმაციაა. რა თქმა უნდა, შემეძლო ასეთი ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ ჩვენ ეს არ დაგვიგეგმავს. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ამის დაგეგმვა არ მოგვიწევს, ხოლო თუ მოგვიწევდა, მაშინ გაცილებით მეტ სამხედროს გავგზავნიდით. ვფიქრობ „ნიუ იორკ თაიმსი“ უბრალოდ, ყალბ ინფორმაციას ავრცელებს“ , - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.

The New York Times პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ თეთრი სახლი სამხედრო გეგმას განიხილავს, რაც 120 ათასი სამხედრო მოსამსახურის ახლო აღმოსავლეთში შესაძლო განთავსებას ითვალისწინებს, თუ ირანი ამერიკულ ძალებზე შეტევას განახორციელებს, ან ბირთვულ იარაღზე მუშაობას დააჩქარებს. ამ ინფორმაციის მიხედვით, ამერიკის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა პატრიკ შანაჰანმა უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მთავარ თანაშემწეებთან შეხვედრაზე სათანადო გეგმები წარადგინა. ინფორმაციის თანახმად, გეგმები ირანში შეჭრის შესახებ მოწოდებას არ ითვალისწინებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა