მაიკ პომპეომ სერგეი ლავროვი გააფრთხილა, ამერიკის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთი არ ჩაერიოს

ამერიკის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამერიკის მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით გააფრთხილა. ამის შესახებ „ასოშიეთიდ პრესი“ იუწყება.

სოჭში, სერგეი ლავროვთან გამართული სამსაათიანი შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე პომპეომ განაცხადა, რომ „ამერიკის არჩევნებში ჩარევა მიუღებელია და თუკი რუსები 2020 წელს ამით დაკავდებიან, ეს ჩვენ ურთიერთობებს კიდევ უფრო გააუარესებს, ვიდრე დღემდე იყო“.

მისი თქმით, შეერთებული შტატები არ დაუშვებს არც ერთი ქვეყნის ჩარევას თავის საქმეებში, რადგან არჩევნები ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა ამერიკისთვის.

პომპეოს განცხადებით, ვაშინგტონს სურს მოსკოვთან ურთიერთობის ნორმალიზება და ყველაფერს აკეთებს ამისთვის.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა