თბილისში საზაფხულო ბაღები, სადაც რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო, 13 ათას აღსაზრდელს მოემსახურება

თბილისში 40 საზაფხულო ბაღი 13 ათას აღსაზრდელს მოემსახურება. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რეგისტრაცია ელექტრონული ფორმით დღეიდან დაიწყო.

„სიახლე გვაქვს საზაფხულო ბაღებთან დაკავშირებით. საბავშვო ბაღების სააგენტოს ყოველწლიური სოციალური პროექტია საზაფხულო ბაღები და წელსაც ჩვენ ვიწყებთ ამ პროექტის განხორციელებას. 40 საზაფხულო ბაღი იმუშავებს, დღეიდან უკვე ხდება განცხადებების მიღება. 13 000 აღსაზრდელს ექნება საშუალება ისარგებლოს ამ ბაღებით. დღეიდან უკვე დაწყებულია განცხადებების მიღება, როგორც ვიცი, ელექტრონულად ხდება ეს ყველაფერი და ამ რეგისტრაციაში შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ არა მხოლოდ ბაღის აღსაზრდელებმა, არამედ, 2-დან 6 წლამდე ასაკის ნებისმიერმა ბავშვმა. ყველასთვის არის ხელმისწვდომი, ვისაც სურვილი აქვს",- განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, საზაფხულო ბაღები რაიონების მიხედვით შემდეგ სკოლამდელ დაწესებულებებში იფუნქციონირებს: გლდანის რაიონი - N153, N48 N205, N216, N186; დიდუბის რაიონი - N11, N92, N23, N15; ვაკის რაიონი - N1, N27, N142, N83, ბაგა-ბაღი „ჩიორა“; ისნის რაიონი -N202, N29, N66, N215, N182; კრწანისის რაიონი - N51, N206; მთაწმინდის რაიონი - N3, N152, N162; ნაძალადევის რაიონი - N9, N79, N60, N143, N80; საბურთალოს რაიონი - N197, N74, N112; სამგორის რაიონი - N128, N12, N210, N45, N196, N72; ჩუღურეთის რაიონი - N34, N5.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა