2019 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ მილიონს მიაღწია, ყველაზე მეტი ვიზიტორი  რუსეთიდან შემოვიდა

2019 წლის I კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 1.0 მილიონს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.7 პროცენტით არის გაზრდილი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, 2019 წლის I კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 222.7 ათასი ვიზიტორი, რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 15.2%-ით არის შემცირებული.

საქსტატის ცნობით, 2019 წლის I კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი, 35.8 პროცენტი, განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით. ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და ქვემო ქართლში.

„2019 წლის I კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.6 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც 2.2 პროცენტით მეტია წინა წლის

ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 47.4 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.

აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული

ვიზიტების რაოდენობამ 1.3 მილიონი შეადგინა, რაც 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტით არის გაზრდილი.

2019 წლის I კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 1.0 მილიონს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.7 პროცენტით არის გაზრდილი.

საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 0.9 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 5.1 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

2019 წლის I კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 222.7 ათასი ვიზიტორი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც მთლიანი ვიზიტორების 21.4 პროცენტს შეადგენს და წარმოადგენს 24.3 პროცენტიან ზრდას 2018 წლის მაჩვენებელთან შედარებით.

ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა, 292.9 ათასი, აზერბაიჯანის მოქალაქეების მიერ

განხორციელდა, რაც 3.0 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

2019 წლის I კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო

რაოდენობამ 3.7 ღამე შეადგინა, რაც 2018 წლის I კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (4.3 ღამე) 14.4 პროცენტით ნაკლებია.

განხორციელებული ვიზიტების 79.5 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის

ვიზიტს.

2019 წლის I კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 1.2 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 15.2 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ვიზიტზე. საშუალო ხარჯი წინა წელთან შედარებით 16.1 პროცენტით შემცირდა და 889.7 ლარი შეადგინა,“ - ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციაში.

ზურაბ ბატიაშვილი - ყარაბაღის კონფლიქტით ყველაზე მოგებული მხარე რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2020
რამაზ საყვარელიძე - იმ სოციოლოგიური კვლევების ფონზე, რაც მრავლად ტარდება, გაუგებარია, საიდან გაუჩნდა ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვების და მთავრობის შექმნის იმედი
3-მილიარდიანი ინვესტიცია დედაქალაქის ცენტრში - Tbilisi Hills Golf & Residences ინოვაციური განვითარების ხედვით
გიგანტური კერამიკული ფილები (R)
სამსუნგის The Serif ტელევიზორი საქართველოში უკვე იყიდება
მოიპოვე მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი მინერალები საქართველოში
eutoday - ყარაბაღის კონფლიქტი - ბრძოლა საერთაშორისო სამართლისთვის და არა რელიგიისთვის
კახა ძაგანია - "პატრიოტთა ალიანსმა" ხელისუფლებისგან ხმის მიცემის საათების გაზრდა მოითხოვა"
მერაბ ჭიქაშვილი - "ხელისუფლება კორონას ფსიქოლოგიურ იარაღად იყენებს!"
ნანა დევდარიანი - "31 ოქტომბერს ხალხი "ნაციონალურ მოძრაობასაც" და "ქართულ ოცნებასაც" ყველაფრისთვის  დასჯის!"