სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, რუსეთის აგრესიული პოლიტიკით საქართველო უფრო ძლიერდება თავის ევროატლანტიკურ მისწრაფებებში

ლატვიაში ვიზიტის დროს საქართველოს პრეზიდენტმა ლატვიის პრემიერ - მინისტრ არტურს კრიშიანის კარინშისს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ სამაჩაბლო, საქართველოს ერთ-ერთი ოკუპირებული რეგიონი, რუსეთმა საკუთარ სამხედრო ბაზად გადააქცია, სისტემატიურად ირღვევა ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე, გადაადგილების თავისუფლებისა, თუ განათლების მიღების და აფხაზური ენის სწავლების თვალსაზრისით.

არტურს კრიშიან კარინშიმ თავად გამოთქვა მოსაზრება, საქართველოს პარტნიორმა ქვეყნებმა შეახსენონ რუსეთს საქართველოს პრობლემის გადაჭრის მნიშვნელობის შესახებ.

თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა დაუდასტურა აღნიშნული პოზიცია და განაცხადა, რომ საჭიროა, ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ორგანიზაციებში შეხვედრებზე, მუდმივად მოხდეს რუსეთზე ზეწოლა, რათა შევახსენოთ მას ნაკისრი ვალდებულებები.

ასევე, სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთის აგრესიული პოლიტიკით საქართველო უფრო ძლიერდება თავის ევროატლანტიკურ მისწრაფებებში.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა