თსუ-ს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და საჯარო აუდიტის ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და სახელმწიფო აუდიტთან არსებულ საჯარო აუდიტის ინსტიტუტში სტაჟირებას გაივლიან, ხოლო წარმატებული სტუდენტები სტაჟირების შემდეგ დასაქმდებიან ამ უწყებებში.

აღნიშნული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს თსუ-ს რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურმა აუდიტორმა ერეკლე მექვაბიშვილმა და საჯარო აუდიტის ინსტიტუტის დირექტორმა დავით აზმაიფარაშვილმა.

თსუ-ს რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, გარდა იმისა, რომ სტაჟირება ანაზღაურებადია, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს სტუდენტებისთვის, არსებობს მათი დასაქმების რეალური პერსპექტივაც. უნივერსიტეტსა და დამსაქმებლებს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობა აუცილებელია, მათ შორის, შეხვედრები, საჯარო ლექციები.

როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა განაცხადა, რომ „ეს სამმხრივი თანამშრომლობა იქნება ურთიერთსასარგებლო და ნაყოფიერი“.

თსუ სტუდენტები სასწავლო პროცესის დროს მიღებულ თეორიულ ცოდნასთან ერთად, პრაქტიკულ უნარ-ჩვევებსაც შეიძენენ.

„მემორანდუმი, ემსახურება სტუდენტების მოზიდვას ჩვენს სასწავლო პრაქტიკასა და სტაჟირებაზე. ვიმედოვნებ, რომ ეს სამმხრივი თანამშრომლობა იქნება ურთიერთსასარგებლო და ნაყოფიერი. ვაპირებთ, რომ სტაჟირების დამთავრებისთანავე წარჩინებული სტუდენტები დავასაქმოთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში“, - აღნიშნა გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა.

საჯარო აუდიტის ინსტიტუტის დირექტორის დავით აზმაიფარაშვილის განცხადებით, მემორანდუმის მიზანია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ჰქონდეთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დაგეგმილ ტრენინგებსა თუ სხვადასხვა სასწავლო კურსებში, ასევე გაიარონ სტაჟირება და სასწავლო პრაქტიკა.

ხელშეკრულება ითვალისწინებს კერძო, თეორიული და პრაქტიკული სასწავლო კურსის განხორციელებას, რომელიც ორიენტირებულია თსუ-ს სტუდენტებს შესთავაზოს საჯარო აუდიტის დარგში საგანმანათლებლო შესაძლებლობები მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების, გამოცდილების მიღების და შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა