თამარ ჩუგოშვილი - ოპონენტები აცხადებენ, რომ დიდი რაოდენობით ადამიანის მობილიზებას აპირებენ ზუგდიდში, რაც შესაძლოა, სერიოზული დაძაბულობის მიზეზი გახდეს

ჩვენი ოპონენტები აცხადებენ, რომ ისინი აპირებენ დიდი რაოდენობით ადამიანის მობილიზებას ზუგდიდში, რაც საარჩევნო პერიოდში შესაძლოა, სერიოზული დაძაბულობის საგანი გახდეს, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა. უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაძლოა, ამომრჩეველს თავისუფალი ნების გამოხატვის შესაძლებლობა არ მიეცეს და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს სთხოვს, შესაძლებლობის ფარგლებში მოახდინონ პრევენციული მექანიზმების ამოქმედება.

„განსაკუთრებული დაძაბულობაა მოსალოდნელი, თუ ეს ადამიანები საარჩევნო უბნებთან განლაგდებიან, ასეთ დროს რთული იქნება დაძაბულობის თავიდან აცილება. ჩვენ ვთხოვთ დამკვირვებელ ორგანიზაციებს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ამას და მოახდინონ პრევენცია თუ შესაძლებელია. შესაძლოა, ამან ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას ხელი შეუშალოს", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა